ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

კარასინთია „კარა“ დიუნი იყო ალდერაანელი ქალი, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ყოფილი მოიერიშე სამხედრო.[2] იავინის ბრძოლიდან 9 წლისთვის იგი მუშაობდა როგორც დაქირავებული მეომარი.

ბიოგრაფია[]

გალაქტიკური სამოქალაქო ომი[]

კარასინთია დიუნი გალაქტიკური იმპერიის ეპოქაში იბრძოდა აჯანყებულთა ალიანსის მოიერიშე გუნდში. მისი მონაწილეობით მრავალი ოპერაცია განხორციელდა უკვე ენდორის ბრძოლის შემდეგ, როდესაც კარა ნადირობდა საველე მეთაურების რანგში მყოფ ყოფილ იმპერიელ მოხელეებზე. მას შემდეგ, რაც ეს მეთაურები თითქოს გაქრნენ, ალიანსი პოლიტიკურად უფრო ორგანიზებული გახდა და ყურადღება გადაიტანა სამშვიდობო გეგმებზე, როგორიც იყო დელეგატების თანხლება და უწესრიგობის ჩახშობა. დიუნი მიხვდა, რომ ეს მის თავდაპირველ მიზნებში არ შედიოდა[5]. ამიტომ, მან დატოვა ალიანსი და დაქირავებულ ჯარისკაცად მუშაობა დაიწყო, სამხედრო დისციპლინა კი დაივიწყა[2].

სორგანი[]

იავინის ბრძოლიდან 9 წელს[7] კარა მოხვდა პლანეტა სორგანზე, სადაც ყველას ეუბნებოდა, რომ პენსიაზე ვადამდე გავიდა. აქ იგი შეხვდა მანდალორელს, რომელიც მანამდე მოქმედებდა როგორც ჯილდოზე მონადირეთა გილდიის წევრი. მათ შორის მცირე შეტაკება მოხდა, ვინაიდან დიუნი ფიქრობდა, თითქოს მანდალორელი მასზე ნადირობდა. მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ბლასტერები დაუმიზნეს, შეამჩნიეს, რომ მათ თვალს დინ გროგუ ადევნებდა. ამის შემდეგ მანდალორელმა კარას სუპი შესთავაზა. დიუნმა უთხრა, რომ მოეჩვენა, თითქოს მანდალორელი მას ეძებდა სათვალთვალო გადამცემით. მან მიუთითა, დაეტოვებინა პლანეტა, ვინაიდან თავად მასზე პირველი ჩამოვიდა[5].

სოფლის დაცვა[]

კლატუინელი თავდამსხმელებისგან სოფლის დაცვის მიზნით მანდალორელმა კარას გადასცა იმ ჯილდოს ნაწილი, რომელიც ფერმერებმა მანამდე გადასცეს. ამრიგად, დიუნი სოფელში გაჰყვა. ერთად მათ დაადგინეს, თუ საიდან მოდიოდნენ თავდამსხმელები და მათ მფლობელობაში არსებული AT-ST-ის კვალსაც მიაგნეს. მოგვიანებით ისინი დაბრუნდნენ სოფელში და მაცხოვრებლებს განუმარტეს, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო აღარ იყო. კარამ მიზეზად დაასახელა მოსახლეობაში ღირსეულ მეომართა არარსებობა, თუმცა როდესაც დარწმუნდა, რომ ფერმერები მაინც აპირებდნენ სოფლის დაცვას, მან და მანდალორელმა ადგილობრივებს მარტივი საბრძოლო ტექნიკის ილეთები აათვისებინეს. მოგვიანებით იგი და მანდალორელი გაეშურნენ თავდამსხმელთა ბანაკისკენ და მათი პროვოცირება მოახდინეს, ააფეთქეს რა ერთ-ერთი კარავი, რომელშიც მანამდე კლატუინელები მიიტყუეს. მათ AT-ST-ით დაედევნენ. სოფელში დაბრუნებულები საბრძოლველად მოემზადნენ. ბრძოლისას, როდესაც კარამ აღმოაჩინა, რომ AT-ST მათ მიერ შექმნილ ხაფანგში არ შევიდა, ტბაში ჩავიდა და მოსიარულეს იქიდან ესროდა, რათა ყურადღება თავის თავზე გადაეტანა. ამასობაში მანდალორელმა მოსიარულეს დეტონატორი ესროლა. სოფლის თავდაცვა წარმატებით განხორციელდა. მოსიარულეს გარეშე დარჩენილებმა იგი დატოვეს[5].

სორგანის ბრძოლის შემდეგ[]

დიუნმა და მანდალორელმა სოფელში რამდენიმე კვირა იცხოვრეს. კარამ მონადირეს ჰკითხა, რატომ არ იხსნიდა არასოდეს ჩაფხუტს, რაზეც მანდალორელმა უპასუხა, რომ ვეღარასოდეს დაიხურავდა, თუკი ასე მოიქცეოდა. დიუნმა შესთავაზა ომერასთან ერთად სოფელში დარჩენა, მაგრამ მანდალორელის აზრით, ამ შეტაკების შემდეგ ისინი ზედმეტ ყურადღებას მიიქცევდნენ და, უმჯობესი იქნებოდა, გროგუ სოფელში დაეტოვებინა და თავად წასულიყო. სანამ მანდალორელი ომერას ესაუბრებოდა, კარამ მოკლა ჯილდოზე მონადირე სნაიპერი, რომელსაც დავალებული ჰქონდა გროგუს მოკვლა. მანდალორელი მიხვდა, რომ გროგუ არც ამ პლანეტაზე იქნებოდა უსაფრთხოდ და მისი კვლავ თან წაყვანა გადაწყვიტა. კარა დაემშვიდობა მანდალორელს, იმ იმედით, რომ მომავალში ერთმანეთს კვლავ შეხვდებოდნენ[5].

კადრს მიღმა[]

ჩემს პერსონაჟს ჰქვია კარა დიუნი და იგი არის აჯანყებულთა ყოფილი მოიერიშე სამხედრო.
― ჯინა კარანო კარა დიუნის შესახებ[8]

კარასინთია დიუნი არის პერსონაჟი, შექმნილი ტელესერიალისთვის მანდალორელი. მის როლს ასრულებს ჯინა კარანო.[2]

თავდაპირველად კარანო დარწმუნებული იყო, რომ მდედრობითი სქესის ვუკის როლს ათამაშებდნენ და გაუკვირდა, როდესაც უთხრეს, რომ მისი სახე სერიალში გამოჩნდებოდა[9] კარანოს სანაცვლოდ რთულ სცენებში ილეთებს ასრულებს ემი სტერდივენტი.[5]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 8: გამოსყიდვა
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 StarWars-DatabankII კარა დიუნი Databank-ში (არქივის ბმული)
  3. Bust-Collection-Logo bb Star Wars Bust Collection 79 (Star Wars Universe: კარა დიუნი)
  4. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 4: თავშესაფარი
  6. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 17: რჯულგანდგომილი
  7. D23 Expo 2019-ზე ნაჩვენები ამ ქრონოლოგიის თანახმად, მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეს ჯედაის დაბრუნების მოვლენები ვითარდება 4 წელს, ასე, რომ მანდალორელის მოვლენები 9 წელს ვითარდება.
  8. SWYT-Logo მანდალორელის პანელი – კვირა ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  9. რატომ იფიქრა მანდალორელის მსახიობმა ჯინა კარანომ, რომ ვუკის როლს შეასრულებდა, რესურსი: Vanity Fair საიტზე www.vanityfair.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი December 2, 2019)
Advertisement