კარდანი იყო მამაკაცი, რომელიც გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა როგორც გალაქტიკური იმპერიის გენერალი. ომის დროს იგი იმყოფებოდა ხომალდ უშფოთველზე და მეკობრე მაზ კანატასგან 80,000 იმპერიული კრედიტის სანაცვლოდ შეიძინა ის, რაც მისი აზრით, იყო ალდერაანული გვირგვინის თვლები. თუმცა, სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ ძვირფასი ქვები ალდერაანიდან. ასეთი საქმიანი ოპერაცია სინამდვილეში იყო ძარცვის ნაწილი, რომელიც კანატამ კონტრაბანდისტ ლენდო კალრისიანთან და მეკობრე ჰონდო ონაკასთან ერთად მოაწყო, რათა დაებრუნებინა გენერლის ხელთა არსებული ნივთები — მათ შორის, ყუთი კაშიიიკიდან. შეიტყო რა, რომ ხომალდზე ონაკა იმყოფებოდა, კარდანმა მის მოსაძებნად შტურმტრუპერები გააგზავნა.[1]
გამოჩენები[]
- "უშფოთველის" მემკვიდრეობა 4 (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
წყაროები[]
Maz, Lando, and Hondo Hatch a Scheme in Marvel's Star Wars: Halcyon Legacy #4 – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველი ხსენება)