ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარსონი.

კარსონ ტევა იყო კაპიტანი, რომელიც მსახურობდა აჯანყებულთა ალიანსში, მოგვიანებით კი გადავიდა ახალი რესპუბლიკის ვარსკვლავური გამანადგურებლების კორპუსის რიგებში და დაფრინავდა T-65B-ით. გარე რგოლის სექტორის დაზვერვისას იგი, ახალი რესპუბლიკის პილოტ ტრეპერ ვულფთან ერთად, წააწყდა შვეულმფრენსამართებლის პირს“ და დაინტერესდა, თუ რატომ არ მოქმედებდა კოსმოსური ხომალდიტრანსპონდერის სიგნალი. „სამართებლის პირის“ პილოტის, მანდალორელ ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინის განმარტებით, ხომალდი გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებამდე აიგო და იგი პილოტს შეჰპირდა, რომ ამ პრობლემას აუცილებლად გამოასწორებდა. შემდეგ ტევამ მას სიგნალის უკუგაგზავნა სთხოვა, რაც ჯარინმა შეასრულა. ვოლფი მიხვდა, რომ „სამართებლის პირი“ ფიგურირებდა გატაცებაში, რომელიც მოხდა ახალი რესპუბლიკის გამოსასწორებელი რეჟიმის ტრანსპორტზე და ჯარინმა გაქცევა სცადა.

ტევა და ვოლფი „სამართებლის პირს“ პლანეტა მალდო-კრეისიატმოსფეროში დაედევნენ, თუმცა მოგვიანებით ხომალდის ადგილსამყოფელი დაეკარგათ. მოგვიანებით ისინი შვეულმფრენს კვლავ ეძებდნენ და შეიტყვეს, თუ რა გმირობები ჩაიდინა ჯარინმა ახალი რესპუბლიკის კუთვნილ ტრანსპორტზე. „სამართებლის პირს“ მათ მაინც მიაგნეს და ჯარინი და სხვები გადაარჩინეს ყინულის ობობებისგან. ტევამ დინს განუმარტა, რომ მისი ქმედებების შესახებ ყველაფერი იცოდნენ და მადლიერების ნიშნად არ დააპატიმრებდნენ, ამიტომ იქაურობა X-ფრთებიანებით დატოვეს.

მოგვიანებით ტევა მოხვდა პლანეტანევაროზე, სადაც მაგისტრატი გრიფ კარგა დაჰკითხა ნევაროს იმპერიულ ბაზაზე მომხდარი განადგურების და „სამართებლის პირის“ შესაძლო გამოჩენის თაობაზე. კარგამ მის კითხვებს უპასუხა და დაჰპირდა, რომ დაუკავშირდებოდა, თუკი რამე ახალს შეიტყობდა. მოგვიანებით ტევა გაესაუბრა ყოფილ აჯანყებულ კარა დიუნს და შესთავაზა ადგილი ახალ რესპუბლიკაში და იმპერიის ნამსხვრევების განადგურება გარე რგოლის ტერიტორიებში, რაზეც ქალმა უარი თქვა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement