ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდორი და კასა.
Blue-question-mark

ამ სტატიაში აღწერილი თემის ორი ერთმანეთთან შეუსაბამო ვარიანტი წარმოდგენილია წყაროებში: ანდორი: მეორე სეზონი და განდგომილი ერთი: კასიანის და K-2SO-ს სპეციალური გამოშვება 1.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდორი.

კასიან ჯერონ ანდორი, აგრეთვე ცნობილი ზედმეტსახელებით უილიქსი, აახი, ჯორეთ სუორდი და წოდებით ფულკრუმი, იყო სამხედრო, მფრინავი და დაზვერვის ოფიცერი. იგი კლონების ომების დროს დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას ემსახურებოდა, თუმცა შემდგომში რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წევრი გახდა. სხვა აჯანყებულებთან ერთად მან მოიპარა სუპერიარაღ სიკვდილის ვარსკვლავის გეგმები. მიუხედავად მისიის წარმატებით შესრულებისა, თავად ანდორი, განდგომილი ერთის სხვა წევრებთან ერთად დაიღუპა.

კასიან ჯერონ ანდორი, დაბადებისას კასა, აგრეთვე ცნობილი ზედმეტსახელებით უილიქსი, ააქი, ჯორეთ სუორდი და კოდური სახელით ფულკრუმი, იყო მამაკაცი სამხედრო, პილოტი და დაზვერვის ოფიცერი, რომელსაც დაღუპვის შემდეგ მოიხსენებდნენ როგორც რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის გმირს. ერთ დროს, კლონების ომების პერიოდში იგი დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მომხრე იყო, თუმცა იმპერიული ეპოქის და გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში გაწევრიანდა აჯანყებაში. ანდორი იყო გამოცდილი ჯაშუში, რომელიც აგრეთვე მუშაობდა როგორც ლიკვიდატორი და ალიანსის დავალებით სხვადასხვა მისია შეუსრულებია.

ბავშვობიდან, იავინის ბრძოლამდე 20 წელს კასიანი გალაქტიკური რესპუბლიკის ძალებს ებრძოდა, თუმცა, მხოლოდ ექვსი წლის იყო. ომში მან მამაც დაკარგა. იავინის ბრძოლამდე 0 წლისთვის ანდორი ალიანსის დაზვერვის კაპიტანი იყო და მონაწილეობდა ოპერაცია ნაპრალში, რომლის დროს გადაარჩინეს იმპერიელი მეცნიერი გელენ უოლტონ ერსო. უკანასკნელმა იმპერიისგან განდგომილ სატვირთო ხომალდის პილოტ ბოდი რუკს გადასცა ინფორმაცია იმპერიის საიდუმლო სუპერიარაღზე. ანდორმა, თანმხლები დროიდის, K-2SO-ს და გელენის ქალიშვილ ჯინ ერსოს (რომელიც აჯანყებულებმა იხსენსს იმპერიული ციხიდან) ცალკეული მისიისას გადაარჩინეს რუკი და შეიტყვეს სიკვდილის ვარსკვლავის შესახებ. როდესაც ალიანსის უმაღლესმა სარდლობამ არ გამოხატა დაინტერესება, დახმარებოდა ჯინს სკარიფზე მდებარე იმპერიული შენობიდან სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზების მოპარვაში, ანდორმა შეკრიბა ჯარისკაცების რაზმი, რომელიც უმაღლესი სარდლობის პოლიტიკას წინ აღუდგა.

ჯინთან ერთად კასიანი წინ მიუძღოდა აჯანყებულთა გუნდს, რომელშიც შედიოდნენ K-2SO, ბეიზ მალბუსი, ჩირრუტ იმვე და სერჟანტი რუსკოტ მელში. მათთან ერთად იგი ჩავიდა სკარიფზე, რათა ნახაზები მოეპარათ. ანდორმა და ერსომ იმპერიული უნიფორმების დახმარებით შეაღწიეს სკარიფის ბაზაზე დროიდთან ერთად, ხოლო მელშიმ შეიარაღებულ სამხედროებთან ერთად ბაზის ირგვლივ დეტონატორები დაყარეს და ქაოსი გამოიწვიეს. ანდორი, ჯინი და K2 შევიდნენ საცავში, სადაც ნახაზები ინახებოდა. ამასობაში ბრძოლას შეუერთდნენ ალიანსის ფლოტის ძალები, რომლებმაც მოულოდნელად მიიღეს ახალი გადაწყვეტილება. მართალია, მისია წარმატებით შესრულდა და ჯინმა ნახაზები სკარიფის თავზე აჯანყებულთა ფლოტს გადასცა, უილჰაფ ტარკინის ბრძანებით სიკვდილის ვარსკვლავიდან გაისროლეს სკარიფის ბაზის მიმართულებით, იმ იმედით, რომ ნახაზები ალიანსამდე ვერ მიაღწევდნენ. ანდორი, ისევე, როგორც მის მიერ შეკრებილი გუნდის წევრები, შეეწირა ამ დიდ აფეთქებას.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

არაკანონიკური წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "კასა"
  2. StarWars-DatabankII Supervisor Blevin Databank-ში (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ანგარიშსწორება"
  4. როგორც უთითებს StarWars-DatabankII Cassian Andor Databank-ში (არქივის ბმული), კასიანი იშვილეს ცხრა წლის ასაკში. StarWars.com Andor | Season 1, Episode 3 – Episode Guide StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ ეპიზოდ "ანგარიშსწორებაში" ნაჩვენები მოგონებების სცენები ვითარდება კლონების ომებამდე, სეპარატისტების ალიანსის დაარსებამდე. კლონების ომები დაიწყო ჯეონოსისის პირველ ბრძოლამდე ორი წლით ადრე (რაზეც უთითებს სეპარატისტების აღზევება, რომლის მოვლენების განვითარების დრო, როგორც გვიჩვენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 24 იბ). ამრიგად, ანდორის დაბადების ყველაზე გვიანდელი წელი იქნებოდა 33 იბ.
  5. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ეს მე ვიყავი"
  6. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  7. 7.0 7.1 7.2 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური მეგზური
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი
  9. Star Wars Helmet Collection: Imperial Ground Crew Weapons & Uniforms: Rogue One Commandos
  10. StarWars-DatabankII Bix Caleen Databank-ში (არქივის ბმული)
  11. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ჯედა, კაიბერი, ერსო"
  12. 12.0 12.1 Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "რიქსის გზა"
  13. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ალდანი"
  14. 14.0 14.1 14.2 Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ნარკინა-5"
  15. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "მოგესალმებით აჯანყებაში"
  16. StarWars-DatabankII Cassian Andor Databank-ში (არქივის ბმული)