ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

კასიო ტეგი იყო ოფიცერი გალაქტიკური იმპერიის პერიოდში. წარმოშობით ტეგიკოს მფლობელი ტეპასელი ტეგების სახლიდან. ასრულებდა იმპერიული ჯარის ხელმძღვანელის მოვალეობას, შედიოდა ხელმძღვანელთა კომიტეტის შემადგენლობაში და ჰქონდა წვდომა იმპერიული სასახლის მაღალ სართულებზე. გალაქტიკური სამოქალაქო ომის ადრეულ ეტაპზე ეწინააღმდეგებოდა უილჰაფ ტარკინის და კონან ანტონიო მოტიბაზის იმპერიულ პოლიტიკას სუპერიარაღ სიკვდილის ვარსკვლავთან დაკავშირებით.

იავინის ბრძოლის და საბრძოლო სადგურის განადგურების შემდეგ იმპერატორ შივ პალპატინის განკარგულებით მიიღო გრანდ-გენერლის წოდება. როგორც იმპერიული შეიარაღებული ძალებიუზენაესი სარდალი, იყენებდა სისტემების ანალიზის მეთოდს და იმპერიული სტრატეგიის რიცხობრივ უპირატესობაზე გადაყვანა სცადა. მეკობრობის საწინააღმდეგო ოპერაციების წარმატების მიუხედავად, ჰქონდა უსიამოვნო დამოკიდებულება სითების ბნელ ლორდ დართ ვეიდერთან — მიზეზი იყო ის, რომ იგი როგორც აღმასრულებელ პირს, უპირატესობის ანიჭებდა კიბერნეტიკოს საილოს. შედეგად, იმპერატორმა მისდამი ნდობა დაკარგა და ვეიდერმა ტეგი მოგვიანებით მოკლა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

არაკანონიკური წყაროები[]

  • LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აირჩიე მხარე: ნაჯღაბნების სათამაშო წიგნი

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement