კასიუს კონსტანტინი იყო მამაკაცი კორუსანტიდან, რომელიც იმპერიულ ფლოტში ადმირალის თანამდებობას იკავებდა. იგი ლოთალზე მიავლინეს, სადაც აჯანყებულები მოქმედებდნენ. მას შემდეგ, რაც სპექტრები დიდ აჯანყებას შეუერთდნენ, კონსტანტინი მათ ეძებდა აგენტ ალექსანდრ კალუსთან და ინკვიზიტორ მეხუთე ძმასთან ერთად. მიუხედავად მათი მცდელობებისა, აჯანყებულთა დაჭერა ვერ მოხერხდა.
ერთხელ გრანდ-ადმირალმა თრონმა კასიუსს დაავალა რკინის ესკადრილიის განადგურება. კონსტანტინმა შეძლო მათი კაპიტანის, მარტ მეტინის დაჭერა, თუმცა მისმა ბიძამ, მეთაურმა ჯუნ სატომ ახალგაზრდა იხსნა. კონსტანტინი შეძრწუნებული იყო ამ შეტაკებით და უსიამოვნებისთვის დადებითი მნიშვნელობის მინიჭება სცადა, რაშიც თრონი არ ეთანხმდებოდა.
მოგვიანებით კონსტანტინი მეთაურობდა აღმკვეთი ხომალდის ეკიპაჟს და ატოლონის ბრძოლისას ახლდა თრონს და არინდა პრაისს. ქედმაღლობით და შურით სავსე კონსტანტინი დაედევნა კვაზარის ცეცხლის კლასის კრეისერ-მზიდ ფენიქსის ბუდეს, უგულვებელყო რა თრონის უკან დახევის ბრძანება. ამ მანევრის შესრულებისას მეთაურმა სატომ "ფენიქსის სახლი" აღმკვეთს დააჯახა, რითაც ორივე კრეისერი გაანადგურა.
გამოჩენები[]
წყაროები[]
"ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: გახსენება" — Star Wars Insider 156- ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
- აჯანყების განთიადი
Admiral Kassius Konstantine Databank-ში (არქივის ბმული)
The Force Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 აჯანყების განთიადი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ბრძოლები, რომლებმაც შეცვალეს გალაქტიკა უთითებს, რომ ეპიზოდში შეტევის დრო მოვლენები ვითარდება იმპერიის დაარსებიდან 17 წელს ანუ გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან 17 წლის შემდეგ, რაც, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდის მოვლენათა განვითარების დროა 2 იბ.
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "შეტევის დრო"
- ↑ 4.0 4.1
Admiral Kassius Konstantine Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ძალების შეკრება"
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "რკინის ესკადრილია"