კატ ლოკუეინი იყო კლონი სამხედრო, რომელიც კლონების ომების დროს იბრძოდა გალაქტიკური რესპუბლიკისთვის. ჯეონოსისის ბრძოლის შემდეგ მის ტრანსპორტს დაესხნენ სეპარატისტების შვეულმფრენები. რაზმის სხვა წევრები დაიღუპნენ ან დაიჭრნენ, ლოკუეინი კი გაიქცა, მიატოვა რა ჯარი. მოგვიანებით გაიცნო და ოჯახი შექმნა ტვი'ლეკ სუუსთან. ომის ერთ-ერთი ეტაპი მიმდინარეობდა სალიუკემაიზე, სადაც კატი ცხოვრობდა ცოლთან და ორ გერთან ერთად. მოგვიანებით იგი შეხვდა კლონ კაპიტან რექსს, რომელიც დაეხმარა ოჯახის კომანდოს დროიდებისგან დაცვაში.
კლონების ომების დასრულების შემდეგ თავდაპირველად რექსი, შემდეგ კი უვარგისი პარტია კატს ეწვია. ლოკუეინების ოჯახმა კლონების დახმარებით სალიუკემაი ყალბი ჯაჭვური კოდის მეშვეობით დატოვა.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — დეზერტირი (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შედეგები (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — გაქცეულნი
- შედეგები (მხოლოდ ხსენება)
- შედეგები, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ კატ ლოკუეინი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — დეზერტირი
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 4.0 4.1 კლონების ომების ეპიზოდების ცნობარი: დეზერტირი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)