ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაფი (მრავალმნიშვნელოვანი).

რაღაც ცხელის დალევა მომინდა — იქნებ, ჭიქა კაფი დამელია?
ასე გვიან? მთელი ღამე ფხიზლად იქნები, შენ კი ძილი გესაჭიროება.
―ზერ ლეონისის და დეიდა ნეგსის საუბრიდან[3]

კაფი,[5] იგივე ყავა,[1] იყო მოდუღებული სასმელი, რომელსაც ამზადებდნენ კაფის მარცვლებით.[2] კოფეინის შემცველობის გამო ჰქონდა მომწარო გემო[8] და მასტიმულირებელი თვისებები. ერთხელ, გვიან საღამოს, ზერ ლეონისმა დეიდა ნეგსს კაფი სთხოვა, რადგან რამე ცხელის დალევა სურდა. თუმცა, დროიდმა უარი უთხრა, ვინაიდან, მისი თქმით, სასმელი მას მთელი ღამით ძილს დაუკარგავდა. სანაცვლოდ მან ცხელი შოკოლადი და ტენგის ქერქი შესთავაზა. ლეონისი დათანხმდა, ვინაიდან შოკოლადის დალევა სწორედ ასე უყვარდა.[3] კენან ჯარუსი და ჰერა სინდულა სპირანულ კაფს მიირთმევდნენ სინდულას ფორტ ანაქსისში გამგზავრებამდე, რა დროსაც კენანმა გაიხსენა რიონიმთვარეზე გატარებული დრო.[9] აჯანყებულთა ალიანსიფლოტის ლეიტენანტი სტრემი ასევე სიამოვნებით მიირთმევდა ყავას.[1] ზალუნა მაიდერი, მაიდერის მაინოკების დროებითი მეთაური ტრანსეპტის მედიურ გადაწყვეტებში, თავი კაფზე დამოკიდებულად მიაჩნდა.[5]

კადრს მიღმა[]

მართალია, ყავი და კაფი თხრობისას არასოდეს არის მითითებული როგორც ერთი და იგივე, ახალი განთიადის ავტორ ჯონ ჯექსონ მილერის განმარტაბით, კაფი გამოყენებულია როგორც „ყავა არაბიკას“ უფრო ეგზოტიკური ვარიანტი ვარსკვლავური ომების სამყაროში.[10]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement