- "კედ ბეინი, თქვენს განკარგულებაში. ნებისმიერ დავალებას შევასრულებ… შესაბამისი ანაზღაურებით."
- ― კედ ბეინი
კედ ბეინი, მანამდე ცნობილი როგორც კოლბი, იყო გალაქტიკაში მცხოვრები მამრობითი სქესის დუროსი ჯილდოზე მონადირე და დაქირავებული მეომარი, რომლის კარიერა მოიცავდა პერიოდს გალაქტიკური რესპუბლიკის დაცემიდან გალაქტიკური იმპერიის ბატონობამდე და ახალი რესპუბლიკის ეპოქამდე. ჯენგო ფეტის ჯეონოსისის პირველი ბრძოლისას (22 იბ) დაღუპვის შემდეგ იგი ითვლებოდა თავისი დროის საუკეთესო და ერთ-ერთ გამოცდილ მონადირედ. მართალია, კლონების ომების დროს სახელი განსაკუთრებით გაითქვა, როგორც დამნაშავეთა სამყაროში, ასევე სხვა ჯილდოზე მონადირეებს შორის პრესტიჟული სახელი ჰქონდა. ომამდე იგი ხშირად მუშაობდა ორა სინგთან ერთად. აღსანიშნავია მისი სით ლორდ დართ მოლთან დროებითი თანამშრომლობაც. გამოირჩეოდა ჯედაებთან ბრძოლის უნარებით და კლონების ომების დროს ჰქონდა შეტაკება ამა თუ იმ გამოცდილ ჯედაისთან, რომელთა შორის აღსანიშნავია ობი-ვან კენობი და ანაკინ სკაიუოკერი. რეპუტაციის გამო სითი ლორდი დართ სიდიუსი მას სხვადასხვა დავალებას აძლევდა, როგორიც იყო ჯედაების ტაძრიდან ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვების სახელების მატარებელი კაიბერის მეხსიერების ბროლის გატაცება.
ბანდიტ ჰატ ჯაბას დავალებით მან ციხიდან გაათავისუფლა უკანასკნელის ბიძა, ზირო დესილიჯიკ ტიურე. ამ წარმატებული მისიის შემდეგ მან ზირო ტეთზე იპოვა, სადაც შეეჯახა როგორც კენობის, ასევე კვინლან ვოსს. მათ წინააღმდეგ სხვადასხვა იარაღის გამოყენების შემდეგ ბეინი გაიქცა. ომის გვიანდელ პერიოდში სიდიუსის სითი შეგირდი, გრაფი დუკუ, ბეინს დაუკავშიდა და უჩვენა კუბი, რომელშიც, ბეინის ძალისხმევით, მოხვდა რამდენიმე დაქირავებული მეომარი (მათ შორის — შეპარული კენობი, რომელმაც რაკო ჰარდინის გარეგნობა მიიღო). კუბში შეჯიბრისას გამარჯვებულს ევალებოდა უზენაესი კანცლერის გატაცება, თუმცა, ჯედაების ძალისხმევით, ბეინი კვლავ დაიჭირეს.
გალაქტიკური იმპერიის ბატონობის დასაწყისში ბეინი კვლავ საქმიანობდა. კამინოან პრემიერმინისტრ ლამა სუს დახმარებით მას უნდა დაეჭირა ხელუხლებელი კლონი ომეგა და, მართალია, დავალება თითქოს შეასრულა, გეგმები ჩაეშალა, როდესაც გამოჩნდნენ სხვა მონადირე, ფენეკ შენდი და კლონების რაზმი 99.
ბეინი კვლავ განაგრძობდა საქმიანობას იმპერიის დაცემის და ახალი რესპუბლიკის მოსვლის შემდეგ. ტატუინზე იგი პაიკების სინდიკატის დავალებებს ასრულებდა და საზარელ კარტელს ეხმარებოდა პლანეტაზე სუნელით მოვაჭრეთა სტატუსის განმტკიცებაში. ერთ დროს თავისივე მოწაფის, ბობა ფეტის პოვნისას, იგი უკანასკნელთან დუელისას დამარცხდა, როდესაც ფეტმა იგი მოს-ესპას ერთ-ერთ ქუჩაზე მოკლა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Disney Infinity 3.0
- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (DLC)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "უვარგისი პარტიის დასვენება""ლენდოს იღბალი" — LEGO Star Wars 98 (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2
Cad Bane Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ წიგნში ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები აღნიშნულია, რომ კედ ბეინი ჰოსნიანური სისტემით 7956 წელს იყო 41 წლის. ეს იყო 11 წელი ჰოსნიანური სისტემით 7945 წლის ბუნტა ივის კლასიკური პოდრბოლის გამართვიდან და ნივა კის გაუჩინარებიდან. როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი აღნიშნავს, პოდრბოლა გაიმართა იავინის ბრძოლამდე 32 წელს, ამრიგად უნდა ჩაითვალოს, რომ ბეინი დაიბადა 62 წელს.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ბობა ფეტის წიგნის "აწმყოს" სცენების მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, ბეინი დაიღუპა იავინის ბრძოლიდან 9 წელს, ვინაიდან მისი დაღუპვა ტატუინზე ნაჩვენებია ეპიზოდში "თავი 7: ღირსების სახელით".
- ↑
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 7: ღირსების სახელით"
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ჰოლოკრონის გატაცება"
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "გაფრენა გამანადგურებლით"
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- ↑
"Deception" Episode Guide | The Clone Wars StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "დაკარგული სამიზნე"
- ↑ 12.0 12.1
ვარსკვლავური ომები: თქმულებები დამნაშავეთა სამყაროზე — "კარგი ცხოვრება"
- ↑ 13.0 13.1
ვარსკვლავური ომები: თქმულებები დამნაშავეთა სამყაროზე — "კარგი ცვლილება"
- ↑
ვარსკვლავური ომები: თქმულებები დამნაშავეთა სამყაროზე — "ერთი კარგი საქციელი"
- ↑ დართ მოლი (2017) 2
- ↑ 16.0 16.1 Star Wars Helmet Collection: Jango Fett Helmets: Jango Fett
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მზაკვრული გეგმები"