კეი ქელ-დრომა იყო მამაკაცი, რომელიც სითების დიდი ომის პერიოდში მსახურობდა როგორც რაინდი ჯედაი. დაბადებული ალდერაანზე, ჯედაების ოჯახში, ის და მისი ძმა, ასევე ჯედაი, ულიკი, გადიოდნენ წვრთნას ოსტატ არკა ჯეთის ზედამხედველობით, უკანასკნელის სახლში, პლანეტა არკანიაზე. ქელ-დრომას პირველი მისია შედგა 4000 იბ წელს, როდესაც იგი, ძმასთან და კიდევ ერთ შეგირდ ტოტ დონიტასთან ერთად, მოხვდა ონდერონზე. მისიის მიზანი იყო პლანეტაზე მხეცთა მხედრების აჯანყების დახშობა. ჯედაებმა ამოცანა წარმატებით შეასრულეს, ქელ-დრომას საბრძოლო კარიერა კი მხოლოდ იწყებოდა.
მოგვიანებით კეი მონაწილეობდა ონდერონზე ნადისტების აჯანყების დახშობაში და სითების დიდ ომში, გალაქტიკურ კონფლიქტში, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც კრათი დაეუფლა იმპერატორ ტეტას სისტემას. ომის დროს ულიკი ძალის ბნელ მხარეს გადავიდა, გახდა სითი და ბნელი ლორდ ეგზარ კუნის ერთგული ქვეშევრდომი. მართალია, კუნმა კეის გადაბირებაც სცადა, იგი კვლავ ჯედაის გზას მიჰყვებოდა და გალაქტიკურ რესპუბლიკას კვლავ იცავდა. კეი ძმას დაუპისპირდა კორუსანტზე მომხდარი ბრძოლის მსგავს შეტაკებებში. მათი საბოლოო ბრძოლა მოხდა ოსუსზე. ულიკმა ძმა მოკლა, თუმცა საკუთარი საქციელი იმდენად განიცადა, რომ ბნელი მხარე დატოვა. დანაშაულის გრძნობით სავსე ულიკმა სიცოცხლის დარჩენილი წლები განმარტოებაში გაატარა.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: ულიკ ქელ-დრომა და ონდერონის მხეცების ომები (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნედის ამბოხი
- თქმულებები ჯედაებზე, აუდიოდადგმა
- ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: სითების ბნელი ლორდები
- თქმულებები ჯედაებზე: სითების ბნელი ლორდები, აუდიოდადგმა
- ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: სითების ომი
- ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: მონანიება ( ხილვაში)
- Star Wars: Knights of the Old Republic (მხოლოდ ხსენება)
- ქრონოლოგია 10: ეგზარ კუნის ომი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- Star Wars: The Old Republic (ნახსენებია კოდექსში)
- დართ პლეგასი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
Straight from the Horse's Mouth: ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: ცნობარი, ნაწილი 1 — Star Wars Insider 26
Straight from the Horse's Mouth: ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: ცნობარი, ნაწილი 2 — Star Wars Insider 27
Straight from the Horse's Mouth: ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: ცნობარი, ნაწილი 3 — Star Wars Insider 28
- ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ცნობარი
- ახალი ძირითადი ქრონოლოგია
- ვარსკვლავური ომები: კომიქსების მეგზური
- ვარსკვლავური ომები: პანელი პანელის შემდეგ, ტომი 2: სამყაროს გაფართოება
- ჯედაები სითების წინააღმდეგ: ძალის ძირითადი ცნობარი
- ვარსკვლავური ომების სრული ენციკლოპედია
- ჯედაების აკადემიის წვრთნის სახელმძღვანელო
- ენერგიის წყარო