კენანი 4 არის მეოთხე გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: კენანი. მისი ტექსტის ავტორია გრეგ უაიზმენი, ხოლო მხატვარი — პეპე ლარასი. კომიქსი გამოიცა 2015 წლის 22 ივლისს, Marvel-ის მიერ.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
როდესაც ის, როგორც ჯედაი, სამიზნედ იქცევა, რა ქნას პადავანმა? მისთვის ოდესღაც მეგობრებმა უღალატეს და ნორჩი კელებ დიუმი სწავლობს, როგორ ირჩინოს თავი როგორც კონტრაბანდისტმა! გრძელდება "აჯანყებულთა" კენან ჯარუსის იდუმალი წარმოშობის ამბავი!
შესავალი[]
წიგნი I, ნაწილი IV ღალატის დროა. ბოროტმა იმპერატორმა პალპატინმა გალაქტიკა დაიპყრო და იმპერიელ კლონ სამხედროებს დაავალა მშვიდობის დამცველი ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲓᲔᲜᲘᲡ მთელ ახალ გალაქტიკურ იმპერიაში განადგურება. იმპერიელებისგან და ყოფილი მოკავშირეებისგან, კლონი სამხედროებისგან, მეთაურ გრეისგან და კაპიტან სტაილსისგან გაქცეულმა ᲙᲔᲚᲔᲑ ᲓᲘᲣᲛᲛᲐ მოიშორა პადავანი ჯედაის მანტია და იგი ბლასტერზე გაცვალა. ახლა, კალერან კონტრავანდისტ ᲙᲐᲡᲛᲘᲠᲗᲐᲜ ერთად, კელებმა უნდა შეისწავლოს ავ-კარგი ახალ როლზე: ჩვეულებრივ ქურდზე. თუმცა, მალე, როდესაც შეცდომის გამო კასმირი კელებს იმპერიელებს გადასცემს, კელები მიხვდება, რომ მისი მეგობრებისა და მოკავშირეების სია შემცირდა.... |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606081585; 22 ივლისი, 2015; Marvel Comics[1]
- 00411; გარეკანი A; მარკ ბრუქსი
- 00421; გარეკანი B; ბოსკო ენჯი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: კენანი, ტომი 1: უკანასკნელი პადავანი
- ვარსკვლავური ომები: კენანი: ანთოლოგია
- კენანი: ეპიკური კოლექცია: უკანასკნელი პადავანი
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 კენანი (2015) #4 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ კენანი 6 განსაზღვრავს, რომ კენან ჯარუსის და გამუტ კეის შეხვედრიდან გავიდა 14 წელი. ვინაიდან კენანი მას უკანასკნელად ხვდება კომიქსში კენანი 4, ამ უკანასკნელის მოვლენები ვითარდება 16 წლით ადრე კომიქსამდე კენანი 6. აღნიშნულ კომიქსში „აჩრდილის“ ეკიპაჟმა იცის ფულკრუმის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მოქმედება ვითარდება ტელეეპიზოდ ძალების შეკრების შემდეგ. თუმცა, ვინაიდან ეზრა ბრიჯერს ჯერ არ აქვს სინათლის მახვილი, სავარაუდოდ, მოვლენები ვითარდება ჯედაის გზამდე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ იმპერიის დღე (რომელიც წინ უსწრებს ძალების შეკრებას) და ჯედაის გზა აღწერენ იავინის ბრძოლამდე 4 წელს განვითარებულ მოვლენებს. ამრიგად, კენანი 6-იც ამავე წლის მოვლენებს ასახავს. თუკი ასეა და კენანი 4 14 წლით ადრე მიმდინარე მოვლენებს ასახავს, მასში მოვლენები 18 წელს ვითარდება.