ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიუმი (მრავალმნიშვნელოვანი).
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ვარსკვლავური ომები: კენანი, ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია და ვარსკვლავური ომები: ისტორიები ჯედაებზე.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

კენან ჯარუსი, მანამდე კელებ დიუმი, იყო ძალისადმი მგრძნობიარე რაინდი ჯედაი, რომელიც გადაურჩა ბრძანება 66-ს კლონების ომების პერიოდში. კალერზე იგი შეხვდა კონტრაბანდისტ ჯანუს კასმირს, რომელმაც ასწავლა, როგორ გადარჩენილიყო. კელებმა დაივიწყა თავისი, როგორც ჯედაების პადავანის წარსული და სინათლის მახვილი ჩაანაცვლა ბლასტერით. ტვი'ლეკ ჰერა სინდულასთან გორსის კონფლიქტისას მუშაობის შემდეგ ჯარუსი შეუერთდა მის აჯანყებულთა გუნდს.

მოგვიანებით კენანს ჰერა შეუყვარდა. მას შემდეგ, რაც აჯანყებულებს შეუერთდა ძალისადმი მგრძნობიარე კიდევ ერთი წევრი, ეზრა ბრიჯერი, კენანი მის მასწავლებლად იქცა, თუმცა, თავად ჯერ პადავანად ითვლებოდა. მუსტაფარზე გრანდ-ინკვიზიტორთან შეტაკების შემდეგ, მიხვდნენ რა, რომ დიდი მასშტაბის აჯანყებაში მონაწილეობდნენ, ისინი შეუერთდნენ ჯგუფ „ფენიქსს“. მალაქორზე განხორციელებული მისიისას კენანი დააბრმავა ყოფილმა სითმა, მოლმა. თვეების განმავლობაში ჯარუსი მიმალული იყო, მოგვიანებით კი აღადგინა კავშირი ძალასთან და იდუმალი ბენდუს მეშვეობით — ბრიჯერთანაც.

თვალებახილული ჯარუსი და აჯანყებულები განაგრძობდნენ სხვადასხვა მისიით მოგზაურობას. აღსანიშნავია შეტაკება გრანდ-ადმირალ თრონთან და მოლთან, რომლებიც ცდილობდნენ ბრიჯერის იმპერიის მხარეს მოქცევას და ობი-ვან კენობის განადგურებას. საკუთარ თავში კვლავ დარწმუნებული ჯარუსი მანდალორელ საბინ რენს ასწავლიდა სინათლის მახვილის გამოყენებას და ეხმარებოდა მანდალორელთა აჯანყებაში. იმპერიასთან დაპირისპირების დაწყების შემდგომ კენანი და მისი გუნდის წევრები დაბრუნდნენ ლოთალზე, რომელთანაც ბევრი რამ აკავშირებდათ.

ჯარუსი დაიღუპა იავინის ბრძოლამდე ერთი წლით ადრე, ლოთალზე, როდესაც გუბერნატორ არინდა პრაისის ბრძანებით მოსიარულედან ესროლეს პოდს, რომელზეც იმყოფებოდა ჰერა სინდულა, რომლის გადარჩენას, თავის მხრივ, კენანი ცდილობდა. ამრიგად, ჯედაიმ საკუთარი თავი შესწირა მეგობრების გადარჩენას. დაღუპვის შემდეგ კენანი იქცა კოსმოსური ძალის ნაწილად და ჩნდებოდა დიუმის, დიდი ლოთ-მგლის სახით. ჯარუსისგან ჰერას ეყოლა შვილი, ჯეისენი.

დაღუპვიდან სამზე მეტი ათწლეულის შემდეგ კენანი შეუერთდა სხვა სულებს, რომელთა ხმები ესმა რეიდართ სიდიუსთან ბრძოლის დროს.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  4. 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
  5. 5.0 5.1 5.2 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიაპარატი აჩრდილში
  6. 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შებიჯება წყვდიადში
  7. 7.0 7.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიჯედაის ღამე
  8. 8.0 8.1 ახალი განთიადი
  9. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიდიუმი
  10. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება
  11. 11.0 11.1 კენანი 1
  12. კენანი 3
  13. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიტყუპი მზეები
  14. კენანი 7
  15. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიაჯანყებულთა შეტევა
  16. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიბნელი მახვილის გამოცდები
Advertisement