კერი იყო გოგონა, რომელიც ცხოვრობდა პლანეტა კენარიზე ძმასთან, კასასთან ერთად.[1] რიდესაც იგი ექვსი წლის იყო,[3] კასა სხვა თანასოფლელებთან ერთად გაემგზავრა იმ ადგილის დასაზვერად, სადაც ავარიულად დაეშვა კოსმოსური ხომალდი, კერი კი სოფელში დარჩა.[1] ამ მისიიდან კასა არ დაბრუნებულა, ვინაიდან ტომის სხვა წევრებმა იგი დაკარგეს და ბიჭუნა გადაარჩინა მაარვა ანდორმა, რომელმაც იგი თან, სხვა პლანეტაზე წაიყვანა.[4]
წლების შემდეგ კასა — უკვე კასიან ანდორი — დას ეძებდა მორლანა ერთზე, საროსკიპოში, შეიტყო რა, რომ იქ უნახავთ გოგონა კენარიდან. თუმცა, ესაუბრა რა საროსკიპოს მასპინძელ ქალს, მან შეიტყო, რომ გოგონამ იქაურობა ერთი თვის წინ დატოვა.[1]
კადრს მიღმა[]
კერი პირველად გამოჩნდა Disney+-ის მხატვრული ტელესერიალ ანდორის პირველ ეპიზოდში. მას განასახიერებს ბელ სუორკი.[1]
გამოჩენები[]
- ანდორი — კასა (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
- ანდორი — ეს მე ვიყავი (მოგონებებიდან)
- ანდორი — განაცხადი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- ანდორის ანალიზი: 5 აღსანიშნავი რამე პირველი ეპიზოდიდან კასა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- კასა | ეპიზოდების ცნობარი | ანდორი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- This Week! in Star Wars: დიეგო ლუნა საუბრობს ანდორზე, აყვავებული რესპუბლიკის ექსკლუზიური ტიზერი და სხვა! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული) (გამოქვეყნებული StarWars.com-ზე)
- „ვარსკვლავური ომები: ანდორი“: პირველი სეზონის მეგზური — Star Wars Insider 217
- გალაქტიკური ბრიტანეთი II: კასიანის თავგადასავლები — Star Wars Insider 219
- როგორც პროგრამა მოითხოვს — Star Wars Insider 220
- კასიან ანდორი Databank-ში (არქივის ბმული)
- კერი Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 ანდორი — კასა
- ↑ ანგარიშსწორება | ეპიზოდების ცნობარი | ანდორი StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ სერიალ ანდორის მოგონებათა სცენები ვითარდება სეპარატისტების ალიანსის ჩამოყალიბებამდე. უკანასკნელი შეიქმნა ჯეონოსისის პირველ ბრძოლამდე ორი წლით ადრე, რაზეც უთითებს სეპარატისტების აღზევება. გალაქტიკური ატლასის მიხედვით, ეს თარიღია 24 იბ. ამრიგად, ანდორის მოგონებების სცენები ამ წელს ვითარდება. ვინაიდან კერი (როგორც მითითებილია გვერდზე კერი Databank-ში (არქივის ბმული)) ამ სცენების დროს არის ექვსი წლის, მისი დაბადების წელია დაახლოებით 30 იბ.
- ↑ კერი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ანდორი — ანგარიშსწორება