კესელის სუნელის მაღაროები, იგივე წყვდიადი (როგორც მას ვეტერანი მაღაროელები უწოდებდნენ),[3] წარმოადგენდნენ პლანეტა კესელზე მდებარე მთელ რიგ შრომა-გასწორების ბანაკებს. იქ მუშაობდნენ სხვადასხვა რასის წარმომადგენელი მონები (აგრეთვე ვუკიები და დროიდები), რომლებიც იძულებით მოიპოვებდნენ სამედიცინო სუნელის მინერალებს და მას სახიფათო ნარკოტიკად გადამუშავებას ეწეოდნენ. სუნელი ძალიან სახიფათო იყო, ამიტომ მონების შრომაც ფატალურ შედეგებს იწვევდა. ჰუმანოიდური რასის წარმომადგენელი, მომუშავე სუნელის მოპოვებაზე,[4] სამ წლამდე ცოცხლობდა, ხოლო ვუკიები — სამ თვეს.[1][5] კესელის იარუბების ოჯახი მათ პლანეტაზე სუნელის მოპოვებას ყურადღებას არ აქცევდა — მისი წარმომადგენლები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცხოვრობდნენ, მდიდრულ თავშესაფარში.
სუნელის მოპოვება ხდებოდა ღრმა ორმოების, მაღაროების შახტების და გადამამუშავებელი ქარხნების მეშვეობით.[1]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — გმირის დაცემა (მხოლოდ ხსენება)