- „საკუთარ თავს ვეკითხები იმას, რაც არასოდეს მიკითხავს.“
„მაგალითად, რას?“
„მაგალითად, რას ვიზამთ, როდესაც ყველაფერი დასრულდება?“ - ―კეს დემერონი და შარა ბეი
კეს დემერონი იყო მამაკაცი, ჯარისკაცი, რომელიც რესპუბლიკის აღდგენის ალიანსში, გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში, სერჟანტის მოვალეობას ასრულებდა. მისი ცოლი იყო შარა ბეი, აჯანყებული პილოტი, ხოლო შვილი — პო, შემდგომში — ასევე პილოტი.