- „მნიშვნელობა აქვს, Tu რომელ მხარეს ავირჩევთ. თუნდაც სიბნელეზე მეტი სინათლე არასოდეს იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეუძლებელია, გალაქტიკაში მეტი სიხარული იყოს, ვიდრე ტკივილი. ყოველი მოქმედებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ, ყოველი სიტყვისთვის, რომელსაც ვამბობთ, ყოველი სიცოცხლისთვის, რომელსაც შევეხებით, მნიშვნელოვანია. მე არ ვიხედები სინათლისკენ ოდესმე რამე კოსმოსურ თამაშის მოსაგებად. მისკენ შევბრუნდები, რადგან ეს სინათლეა.“
- ―კვაი-გონ ჯინი
კვაი-გონ ჯინი იყო ოსტატი ჯედაი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა. კორუსანტზე დაბადებული ჯინი წარმოადგენდა მეტად საკამათო პიროვნებას. თავად იყო ცოცხალი ძალის მიმდევარი, რომელიც დროდადრო ჯედაების კოდექსს, ისევე, როგორც უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს, ეწინააღმდეგებოდა და მეტწილად ძალის მოწოდებას ემორჩილებოდა. ობი-ვან კენობის თანახმად, ჯინი კოდექსის დაცვის შემთხვევაში იქნებოდა საბჭოს წევრი, მაგრამ, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი, გრაფი დუკუ, ჯინიც ეჭვქვეშ აყენებდა უწყების სიბრძნეს. ცოცხალი ძალის შესწავლით იგი ეზიარა საიდუმლოებებს ძალის სულების არსებობის შესახებ, რაც ნიშნავდა, რომ შეეძლო დაღუპვის ან გარდაცვალების შემდგომ კვლავ არსებობა.
ანაკინ სკაიუოკერის მონობიდან გათავისუფლებით იგი დარწმუნებული იყო, რომ იპოვა რჩეული. მას შემდეგ, რაც ჯინი მოკლა დართ მოლმა, ბიჭუნა ობი-ვან კენობის პადავანი გახდა. კლონების ომების პერიოდში ჯინი გამოეცხადა იოდას და უამბობდა აჩრდილის უკვდავების შესახებ. ჯედაების ორდენის დამხობის შემდეგ იგი იოდას და კენობის ეცხადებოდა და უზიარებდა სხვადასხვა საიდუმლოს. ამგვარად, იოდაც და კენობიც ლუკ სკაიუოკერის წინაშე ჩნდებოდნენ აჩრდილების სახით, მათ რიცხვს კი მოგვიანებით ანაკინ სკაიუოკერი შეუერთდა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- უილიამ შექსპირის „მუქარის მოჩვენება“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში მასწავლებელი და შეგირდი მოვლენათა განვითარების დროა 40 იბ. ამ წიგნში ნახსენებია, რომ ჯინი 40 წლის ასაკის არის, ამის მიხედვით კი მისი დაბადების წელია 80 იბ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ისტორიები ჯედაებზე — სითი ლორდი
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ კვაი-გონ ჯინი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ 6.0 6.1 6.2 კვაი-გონ ჯინი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ დუკუ: დაკარგული ჯედაი
- ↑ 9.0 9.1 მასწავლებელი და შეგირდი
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — შესაწირი