ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სავაჭრო ფედერაციის მიერ პლანეტა ნაბუზე შეჭრის გამო მომხდარი ბრძოლის შემდეგ ქალაქ თიდში გაიმართა კვაი-გონ ჯინის დაკრძალვა. ოსტატი ჯედაი კვაი-გონ ჯინი ბრძოლის დროს მოკლა სითმა ლორდმა დართ მოლმა. ჯედაის დაკრძალვას ესწრებოდნენ აღსანიშნავი პირები, მათ შორის — იოდა, მეის უინდუ და ჯედაების უზენაესი საბჭოს სხვა წევრები, მათ შორის — ობი-ვან კენობი და ანაკინ სკაიუოკერი; დედოფალი პადმე ამიდალა, ბოსი ნასი და ნაბუელი ჯა ჯა ბინკსი; ისევე, როგორც მცირე დროის წინ არჩეული უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი, ფარულად — სითი ლორდი დართ სიდიუსი.[1]

დაკრძალვის დროს ჯინის ცხედარს ჩაუტარდა კრემაცია კოცონზე. ამ ცერემონიისას კენობიმ ანაკინს ამცნო, რომ მისი მასწავლებელი იქნებოდა, ვინაიდან ჯედაების საბჭო დათანხმდა, სკაიუოკერი შეეყვანათ ჯედაების ორდენში. იოდამ და უინდუმ აგრეთვე ისაუბრეს სითების დაბრუნებაზე და იმის შესახებ, მოკლული მასწავლებელი იყო თუ შეგირდი — ვინაიდან ცნობილი იყო, რომ ერთ დროს უნდა ეარსება მხოლოდ ორ სითს.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement