![]() | ![]() |
- "ბატონი გარდულას თქმით, ბედნიერებაა, რომ კენობის მსგავს ჯედაისთან ერთად ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ცოცხალი ვერ დარჩებოდით."
"იქნებ, შემდგომში მარტო შემოვიარო, ა?" - ―MF-80 და კვინლან ვოსი
კვინლან ვოსი იყო პლანეტა კიფუზე დაბადებული კიფარი ოსტატი ჯედაი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა. იგი იყო ჯედაების ორდენის დისიდენტი, რომელიც წესებს ხშირად არღვევდა. ცნობილი იყო იმით, რომ რამე ნივთზე შეხებისას შეეძლო იმ ადამიანის ფიქრების წაკითხვა, რომელიც ამ ნივთს მანამდე შეხებია. ასეთი თვისებით იგი იქცა გამოცდილ მზვერავად. მრავალი მისიისას ვოსი მოხვედრილა დამნაშავეთა სამყაროში. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მან გაიცნო და მოგვიანებით პადავანად მიიღო ეილა სეკურა.
კლონების ომების პერიოდში ჰატი ლორდი ზირო კორუსანტზე მდებარე ციხიდან გაიქცა. ვოსი და ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი მის საძებნელად გაეშურნენ. დამნაშავეს, უკვე მოკლულს, ერთობლივი ძალებით მიაკვლიეს ნალ-ჰატაზე.
კლონების ომების მიწურულს ვოსის მოკავშირე გახდა ასაჟ ვენტრესი. მათი მცდელობა, მოეკლათ დუკუ, წარუმატებელი აღმოჩნდა. დუკუს ბატონის, დართ სიდიუსის ვინაობის დადგენის მცდელობისას ვოსი თავად მოექცა ძალის ბნელ მხარეს, თუმცა, ვენტრესისადმი სიყვარულმა იგი ნათელ მხარეს დააბრუნა.
ომის გვიანდელ ეტაპზე ვოსმა რესპუბლიკის ლაშქრები ბოზ-პიტიზე გადასხა. ცნობილი იყო, რომ მას მიიჩნევდნენ ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ დატრიალებული ჯედაების წმენდისას გადარჩენილად.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 სრული ვარსკვლავური ომები
- ↑
Quinlan Vos Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ნადირობა ზიროზე"
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 ბნელი მიმდევარი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ჯედაის ჯიბის ექსპერტი
- ↑
Star Wars: Card Trader (კომპლექტი: Star Wars: Masterwork, ბარათი: Quinlan Vos)
- ↑ 8.0 8.1 8.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "ნაწილი III"