ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

კვლავ აღდგენილი დროიდები არის ორი ნაწილისგან შემდგარი პუბლიკაცია StarWars.com-ის ბლოგებში. 2003 წელს აბელ გ. პენიას და რიჩ ჰენდლის მიერ ჩაფიქრებული ეს მასალა საბოლოოდ გამოქვეყნდა ათი წლის შემდეგ[2]: პირველი ნაწილი — 2013 წლის 13 ივნისს[3], ხოლო მეორე — 2013 წლის 5 ივლისს.[4]

სტატიაში განხილულია C-3PO-ს და R2-D2-ის თავგადასავლები ახალი იმედის და იმპერიის საპასუხო შეტევის შუალედში, რაც პირველად მოთხრობილია კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დროიდები, Nelvana-ს 1985–1986 ტელესერიალში ვარსკვლავური ომები: დროიდები: R2-D2-ის და C-3PO-ს თავგადასავლები და Dark Horse Comics-ის 19941997 წლების კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დროიდები. წყაროების სახით აგრეთვე გამოიყენება C-3PO: ოქროსფერი დროიდის მოთხრობები და პერსონაჟების ახალი ძირითადი მეგზური.[3]

სტატიაში პენიამ და ჰენდლიმ პირველად ახსენეს თემები, რომლებიც ვარსკვლავური ომების ლეგენდების ნაწილს წარმოადგენენ — მანამდე უცნობი რასა, ვარსკვლავური ხომალდი და პერსონაჟების სახელები. აგრეთვე დეტალურად არის განხილული დროიდების ყოველი შემდგომი პატრონი.[3] ახალი მასალის ნაწილი, როგორიც არის სონკო ფრომი, თავდაპირველად გამოჩნდა ესპანეთში Plaza Joven-ის მიერ ექსკლუზიურად გამოცემულ წიგნში დროიდები.[5] კვლავ აღდგენილი დროიდები აგრეთვე განიხილავს დროიდების თავგადასავლების კავშირს ვარსკვლავური ომების სხვა ლიტერატურულ ნამუშევრებთან — მაგალითად, 1992 წლის საბავშვო რომანთნ დართ ვეიდერის ხელთათმანი.[3] დეტალურად არის მიმოხილული მანამდე ცნობილი მოვლენებიც — მაგალითად, ბლოგის პირველ ნაწილში ლოკის მობრუნებულებს პირველად ახსენებენ როგორც მეკობრეთა იმ რაზმს, რომელიც ტანტივი IV-ს მარამირის სისტემაში დაესხა და გამოიწვია ის, რომ ალდერაანულმა კორვეტმა დროიდებმა მიატოვა.[3]

სტატიის პირველ ნაწილში აგრეთვე ნახსენებია, რომ კომიქსების მოვლენათა განვითარება ხდება სერიალის მოვლენებამდე.[3] თავდაპირველად პენიას და ჰენდლის მიაჩნდათ, რომ ყოველივე პირიქით იყო და კომიქსები უკვე სერიალის შემდგომ მოვლენებს ასახავდნენ, მაგრამ პენიამ ქრონოლოგია განიხილა Jedi Council-ის ფორუმის მონაწილეებთან და ეს გადაწყვეტილება შეცვალა.[2][5] აუცილებელი იყო ზოგიერთი ცვლილების შეტანაც, რაც მოხდა სტატიების გამოქვეყნებამდე მცირე ხნით ადრე.[2] მეორე ნაწილში აგრეთვე დადასტურდა MyComyc-ის საბოტირებული დროიდის და არასასიამოვნო გასეირნების სტატუსი იმდროინდელ კანონში.[4] 2022 წელს სტატიები ონლაინ-სივრციდან ამოიღეს.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWars.com The Droids Re-Animated, Part 1 StarWars.com-ზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
  2. 2.0 2.1 2.2 What's This? More Droids from Handley and Peña? (პუბლიკაციის ავტორი Halagad_Ventor) Jedi Council Forums-ის განყოფილება Literature (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 StarWars.com The Droids Re-Animated, Part 1 StarWars.com-ზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
  4. 4.0 4.1 StarWars.com The Droids Re-Animated, Part 2 StarWars.com-ზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
  5. 5.0 5.1 დროიდების და ევოკების იდუმალი კომიქსები -- აბელ პენიას თარგმანი (პუბლიკაციის ავტორი Halagad_Ventor) Jedi Council Forums-ის განყოფილება Literature (არქივის ბმული)

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე