კირიმა იყო დედამიწის მსგავსი ასტრონომიული ობიექტი, მდებარე შუა რკალში, სხვა ასტრონომიული ობიექტის მახლობლად. გამოირჩეოდა ყინულოვანი და მთებიანი ლანდშაფტებით, მათზე მიმობნეული ცისფერი ბროლებით.[1] იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 238 წელს[2] ოსტატმა ჯედაი სსკირმა პადავანი კივ ტრენისი კირიმაზე ჯედაის წვრთნის გასავლელად ჩაიყვანა და ძალის მეშვეობით კანიონზე გადახტომა დაავალა. პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო, თუმცა ტრანდოშანმა გოგონა ტელეკინეზის მეშვეობით დაიჭირა და მეორე მცდელობის საშუალება მისცა. ექვსი წლით შემდეგ ტრენისი, უკვე რაინდი ჯედაი, იხსენებდა ამ შემთხვევას, როდესაც მცირე სედრიზე დრენგირების მიერ მართულ სსკირთან ერთად იმყოფებოდა.[1]

გამოჩენები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 აყვავებული რესპუბლიკა 4
  2. როგორც ჩანს წიგნიდან ვარსკვლავური ომების წიგნი, შუქურა "ვარსკვლავური ნათება" გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 232 იბ დათარიღების სისტემით, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. აყვავებული რესპუბლიკა 1 აღწერს შუქურა "ვარსკვლავური ნათების" გაშვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ამიტომ, მისი მოვლენებიც ამავე წელს ვითარდება. აყვავებული რესპუბლიკა 4 შეიცავს სცენას კირიმაზე მოგონებების სცენაში, სადაც მოვლენები ვითარდება ექვსი წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 238 იბ.
სხვა ენები
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.