ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

კიჯიმი იყო გამყინავი ტემპერატურის მქონე მთებიანი პლანეტა, მდებარე ბრიქსის სექტორში, გალაქტიკის შუა რგოლში. პლანეტაზე ცხოვრობდა ზორი ბლისი, კონტრაბანდისტული დაჯგუფების, კიჯიმის სუნელის კონტრაბანდისტების მეთაური. ჯედაების არტეფაქტების ძიებისას კარ ნუკ სინი და RZ-7 ქალაქ კიჯიმიში გაჩერდნენ, რათა ხომალდი ავადორა საწვავით გაემართათ. სინი პირველი ორდენის ძალებმა დაიჭირეს, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ იგი ფლობდა ოსტატ ჯედაი ლუკ სკაიუოკერის პოვნის საშუალებას. იავინის ბრძოლიდან 35 წლის შემდეგ კიჯიმი განადგურდა საბოლოო ორდენის მარადიული სითების ფლოტის ზისტონის კლასის ვარსკვლავური ნაღმოსნის მიერ.

კადრს მიღმა[]

კიჯიმი შეიქმნა 2019 წლის ფილმისთვის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება. იგი პირველად ნახსენებია კევინ შინიკის რომანში ძალის შემგროვებელი, რომელიც გამოიცა 2019 წელს.[4]

პლანეტას იგივე სახელწოდება აქვს, რაც იაპონური Black Corporation-ის სინთეზატორს. კომპანიის ნაწარმის მომხმარებელია ჯ.ჯ. აბრამსი[7]. იგი ამ სინთეზატორით ჩნდება კომპანიის Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]