ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

კლეია მარკი იყო ქალი, იმპერიულ ეპოქაში ლუთენ რაელთან ერთად აჯანყებულთა ფარული ქსელის ხელმძღვანელი. თავდაპირველად, იავინის ბრძოლამდე 18 წელს რაელმა იგი გადაარჩინა ხოცვა-ჟლეტისას და გოგონას ტრაგედიის შემყურემ, გადაწყვიტა, გალაქტიკურ იმპერიას დაპირისპირებოდა. რაელისგან მარკიმ ბევრი რამ აითვისა და მათი ერთობლივი ქმედებების შედეგად შეიქმნა ჯაშუშური ქსელი, იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს მიერ წოდებული "ღერძად", რომლის შტაბი მდებარეობდა მათ დაწესებულებაში, პლანეტა კორუსანტზე მდებარე გალაქტიკურ ანტიკვარიატში და საინტერესო ობიექტებში. იავინის ბრძოლამდე წლისთვის მარკი გალერეაში ასრულებდა რაელის თანაშემწის და კონსიერჟის მოვალეობას. ხრიკების, კომუნიკაციებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების მცოდნე მარკი მონაწილეობდა რაელის მისიებისთვის მოხალისეთა აყვანაში, ხელმძღვანელობაში და ასრულებდა ინფორმატორის მოვალეობას.

იავინის ბრძოლამდე 1 წელს იმპერიული უსაფრთხოების ბიურომ დაადგინა, რომ რაელი ღერძს მართავდა და მისი დაპატიმრება სცადა. ლუთენმა დაჭერისგან თავის ასარიდებლად თავის მოკვლა სცადა. მარკიმ დაინახა, რომ რაელი იმპერიული ზედამხედველობით ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შეიჭრა შენობაში და, საბოლოოდ, გამორთო რაელისთვის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა, რათა აჯანყება გადარჩენილიყო. მწარე დამშვიდობების შემდეგ იგი გაიქცა აჯანყებულთა თავშესაფარში, სადაც რაელის მიერ შეგროვებული უკანასკნელი ცნობების აჯანყებისთვის გადაცემა სცადა. მართალია, იმპერიელებმა მისი ადგილსამყოფელი დაადგინეს, კლეია გადაარჩინა კასიან ანდორმა, ქსელის გამოცდილმა მოკავშირემ, რომელმაც იგი ჩაიყვანა აჯანყებულთა ალიანსის იავინ-4-ის ბაზაზე.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]