კლის პაუერი[2] იყო გალაქტიკური იმპერიის ვარსკვლავური ფლოტის ადმირალი, რომელიც მონაწილეობდა გალაქტიკური სამოქალაქო ომის ოპერაციებში. პირველი ორდენის ჩამოყალიბების დროისთვის მისი ღვაწლი ისტორიად იქცა და ნიშნებზე, რომლებსაც უკანასკნელის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტები ატარებდნენ, ადმირალის სახელი ორებეშით იყო ამოტვიფრული.[1] დოფელდ მიტაკა ატარებდა უნიფორმას, რომელზეც ეწერა ოფიცრის გვარი,[3] რითაც აღინიშნებოდა, რომ იგი ლეიტენანტი იყო.[1] როდესაც დიჯეიმ სიდიადეზე წინააღმდეგობის წევრებთან, როუზ ტიკოსთან და ფინთან ერთად შეაღწია, იგი ატარებდა მოპარულ უნიფორმას, რომელზეც აღნიშნული იყო ადმირალის სახელი.[4] ლუსიკა სტინიქსიც ატარებდა უნიფორმას ოფიცრის გვარით.[2] ლოდენტ კაუელი, კიჯიმის გარნიზონის წევრი, ასევე ატარებდა უნიფორმას, რომელზეც მითითებული იყო პაუერის გვარი.[5]
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება (პირველი ხსენება) (მხოლოდ უნიფორმაზე)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი (მხოლოდ უნიფორმაზე)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება (მხოლოდ უნიფორმაზე)
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი (პირველად ნახსენები როგორც კლისი)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი