კლონების ომების ეპიზოდების მეგზურები ეწოდება უფასო სტატიებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო StarWars.com-ზე. თითოეული ეძღვნებოდა ტელესერიალ კლონების ომების თითო ეპიზოდს. პირველი სტატია გამოქვეყნდა 2008 წლის 3 ოქტომბერს, სერიალის პირველ ეპიზოდ "ჩასაფრების" გამოსვლის შემდეგ. როგორც წესი, ეპიზოდის ეთერში გამოსვლას წინ უსწრებდა მეგზურის მცირე ნიმუში, რომელიც შეიცავს მხოლოდ ეპიზოდის ნიმუშს, სიუჟეტის მოკლე შეჯამებით და ინფორმაციით ეპიზოდის გამოსვლის შესახებ. ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ ინფორმაცია ვრცელდებოდა და განახლებას გადიოდა, ხოლო კიდევ ერთი კვირის შემდეგ ქვეყნდებოდა ბმული ეპიზოდის StarWars.com-ზე ნაკადოვან რეჟიმში სანახავად.
2011 წლის სექტემბერში, საიტის დიზაინის შეცვლის შემდეგ, ყველა მეგზური წაიშალა. მათ ჩაენაცვლა ახალი მეგზურები.
