კლონების ომების მულტიმედიური პროექტი მოიცავდა სამწლიან პროგრამას, რომელიც შეიმუშავა Lucasfilm Ltd.-მ, Del Rey-ს, Dark Horse Comics-ის , Cartoon Network-ის და LucasArts-ის თანამონაწილეობით.
ქრონოლოგიაში პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაწარმი იკავებს ადგილს კლონების შეტევის და სითების შურისძიების შუალედში. შემქმნელები მიზნად ისახავდნენ, კლონების ომების მოვლენები გადმოეცათ[1] — წიგნების, კომიქსების, ტელეპროექტების და ვიდეოთამების მეშვეობით, რაც იმეორებდა პროექტ იმპერიის ჩრდილების სტრატეგიას.
ქრონოლოგია[]
პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაწარმი ვარსკვლავური ომების ქრონოლოგიაში ადგილს იკავებს კლონების შეტევის და სითების შურისძიების შუალედში. ეს დადასტურებულია წიგნებში, რომლებიც აღნიშნულია, როგორც კლონების ომების რომანები და ბობა ფეტის სერიებში. ყოველ მათგანში მითითებულია, ჯეონოსისის ბრძოლიდან რამდენი თვის შემდეგ ვითარდება აღნიშნულ გამოცემაში აღწერილი მოვლენები.
მედია[]
ტელევიზია[]
კლონების ომების პროექტის სატელევიზიო ნაწილს შეადგენს გენდი ტარტაკოვსკის ნახატი ანიმაციური სერიალი ვარსკვლავური ომები: კლონების ომები. მიკროსერიალად წოდებულ ამ პროექტში თავდაპირველად შედიოდა პირველი (7—20 ნოემბერი, 2003) და მეორე (26 მარტი—8 აპრილი, 2004) სეზონები. ყოველ მათგანში შედის 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობაა დაახლოებით 3 წუთი. გარდა კინოფილმებიდან ცნობილი პერსონაჟებისა, სერიალში გამოჩნდნენ გმირები Dark Horse Comics-ის სერიიდან ვარსკვლავური ომები: რესპუბლიკა. გენერალი გრივუსი პირველად სწორედ ამ სერიალის მეოცე ეპიზოდში გამოჩნდა. სერიალში აგრეთვე აღწერილია, თუ როგორ დატოვა ეკეკინ სკაიუოკერმა პადავანების რიგები და მიიღო რაინდი ჯედაის წოდება (21-ე ეპიზოდში.
გარდა ამისა, ეპიზოდები წარმოადგენდნენ პროექტის ფარგლებში გამოსული ნაწარმის ერთგვარ რეკლამას. მაგრამ მას შემდეგ, რაც სერიალს წარმატება ჰქონდა და პირველმა ორმა სეზონმა მიიღო ემი გამორჩეული ანიმაციური პროგრამის კატეგორიაში, შეიქმნა მესამე სეზონიც, რომლის ეპიზოდების ხანგრძლივობა 12-დან 15 წუთამდე მერყეობდა. აქ უფრო ვრცლად იყო ნაჩვენები, თუ რა მოხდა სითების შურისძიებამდე. მართალია, თაყვანისმცემლები მას კრიტიკულად განიხილავდნენ (ძირითადად, იმის გამო, რომ სერიალი არ იყო თანხმობაში III ეპიზოდის რომანთან ბოროტების ლაბირინთი), მესამე სეზონს ასევე დიდი წარმატება ჰქონდა, რამაც ჯორჯ ლუკასი დააფიქრა, შეექმნა უფრო მასშტაბური, სერიალი, რომელიც ეთერში გავიდა 2008 წელს — დეივ ფილონის ვარსკვლავური ომები: კლონების ომები.
სერიალის ყველა ეპიზოდი გამოვიდა კრებულებზე ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, პირველი ტომი და ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, მეორე ტომი.
ტარტაკოვსკის სერიალის ვიზუალური სტილის შთაგონებით შეიქმნა კომიქსების სერია კლონების ომები: თავგადასავლები. ამავე სერიალის ზოგიერთი მსახიობი მონაწილეობდა დაკავშირებული ვიდეოთამაშების გახმოვანებაშიც.
წიგნები და რომანები[]
ლიტერატურული ქვეპროექტის ფორმატში გამოიცა შვიდი ოფიციალური რომანი. ყოველი მათგანი აღნიშნულია ლოგოთი კლონების ომების რომანი.
- სუსტი წერტილი
- ჯედაების მემკვიდრეობა
- სესტუსის სიცრუე
- მედსტარი I: საბრძოლო ქირურგები
- მედსტარი II: მკურნალი ჯედაი
- ჯედაების გამოცდა
- იოდა: შეხვედრა წყვდიადთან
ბობა ფეტის სერიის წიგნები ახალგგაზრდა მკითხველებისთვის ასევე წარმოდგენილია კლონების ომების ლოგოთი. კიდევ ერთი რომანი, გაქცევა დაგუდან, დასრულებული იყო, მაგრამ მას ჩაენაცვლა იოდა: შეხვედრა წყვდიადთან. ყველა წიგნი გამოიცა Del Rey-ს მიერ. პროექტში აგრეთვე შედის რესპუბლიკის კომანდოების რომანების სერია სერია, რომელიც ეფუძნება ამავე სახელწოდების თამაშს. მართალია, მათი წარდგენა მოხდა პროექტის დაწყებიდან მხოლოდ ორ წელიწადნახევრის შემდეგ, კლონების ომების პროექტშ შედის მხოლოდ რესპუბლიკის კომანდო: ცეცხლიანი კონტაქტი და თამაში, ვინაიდან დანარჩენი წიგნები სითების შურისძიების სერიას ეკუთვნის.
Star Wars Insider-ში აგრეთვე იბეჭდებოდა სერიასთან დაკავშირებული მოთხრობები. ესენია პენგალანის კომპრომისი, სამნაწილიანი კარტაოს გმირი და ჯაშუშთა ლიგა.
მართალია, რომანებში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა, რესპუბლიკის კომანდო: სამი ნული, რესპუბლიკის კომანდო: ნამდვილი სახე, ბრძანება 66: რესპუბლიკის კომანდოს რომანი, ბოროტების ლაბირინთი, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება და ბნელი ლორდი: დართ ვეიდერის აღზევება მოვლენები ვითარდება იგივე ეპოქაში, კლონების ომების დროს, ისინი კლონების ომების სერიის ნაწილად არ მიაჩნიათ.
ამ ლიტერატურულ ციკლში აგრეთვე შედის ოთხი მოთხრობა და ელექტრონული გამოცემა: ნაყარი, მოიერიშე ფლოტის გაფრთხილებები, აღჭურვილობა და დუელი (უკანასკნელი სამი შედის კრებულში ვარსკვლავური ომები: მოთხრობების კრებული).
კომიქსები[]
კომიქსების ქვესერიაში ძირითადად შედის სერია ვარსკვლავური ომები: რესპუბლიკა, რომელიც ამ ციკლს უკავშირდება 49-ედან (ეს იყო მეოთხე გამოშვება მას შემდეგ, რაც სერიის სახელწოდებას ვარსკვლავური ომები ჩაენაცვლა ვარსკვლავური ომები: რესპუბლიკა) 83-ე გამოშვებამდე გამოცემული ნომრებით. სწორედ ამ კომიქსებში ნაჩვენებია, თუ როგორ მიიღო ანაკინ სკაიუოკერმა ნაიარევი, რომელსაც სითების შურისძიებაში ვხედავთ.
ხუთნაწილიანი მინისერიები აკვიატება და ჯედაები, ისევე, როგორც უფასო კომიქსების დღე 2005: სპეციალური გამოშვება, წმენდა და ჩვეულებრივი მამაცობა, წარმოადგენენ რესპუბლიკის კლონების ომების ქრონოლოგიის დამატებას. ისინი წარმოდგენილია 'კლონების ომების ცხრა ცალკეულ რბილყდიან კრებულში.
კომიქსების სერია კლონების ომები: თავგადასავლები ექვსი გამოშვებით (გარდა ამისა, არსებობს კიდევ ოთხი) ეფუძნება სერიალის ვიზუალურ სტილს. ზოგიერთი სიუჟეტი მოგვიანებით გამოცემული სერიიდან ვარსკვლავური ომები: ისტორიები ასევე უკავშირდება კლონების ომების ქრონოლოგიას, უწყვეტობის სხვადასხვა კლასიციფირებით. 2002 წლის მაისიდან სექტემბრამდე გამოდიოდა კომიქსი ჯენგო ფეტი: გახსნილი სეზონები (როგორც თამაშ Bounty Hunter-ის დამატება). მართალია, ეს არ არის კლონების ომების პროექტის ნაწილი, აღწერილ მოვლენებს შორის ნაჩვენებია რესპუბლიკის დიადი ჯარის ჩამოყალიბება.
ამ კომიქსებს უშვებდა Dark Horse Comics.
ვიდეოთამაშები[]
დაკავშირებული ვიდეოთამაშების დიდი ნაწილი 2002 წელს გამოვიდა. აქედან ორია Star Wars: The Clone Wars (28 ნოემბერი) და Star Wars: Bounty Hunter, რომელშიც ნაჩვენებია კლონების ჯარის ჩამოყალიბება. უკანასკნელი დაკავშირებულია კომიქსთან ჯენგო ფეტი: გახსნილი სეზონები. თამაში Republic Commando გამოვიდა 2005 წლის 1 მარტს.
კლონების ომებს აღწერს სხვა თამაშებიც: Star Wars: Battlefront (უკვე ნაცნობი ან ორიგინალური ბრძოლებით, 20 სექტემბერი, 2004, მისი გაგრძელება Star Wars: Battlefront II (კლონების ომების მისიებით, 1 ნოემბერი, 2005), Star Wars: Jedi Starfighter (10 მარტი, 2002), Star Wars: Galactic Battlegrounds: Clone Campaigns და Star Wars Episode III: Revenge of the Sith (5 მაისი, 2005).
ამ თამაშების ნაწილს ახმოვანებენ მსახიობები ნახატი ანიმაციური სერიალიდან ვარსკვლავური ომები: კლონების ომები.
თამაშები[]
Hasbro Inc. და ვარსკვლავური ომების ლიცენზიის სხვა მფლობელები აწარმოებდნენ პროექტთან დაკავშირებულ სათამაშოებს. იგივე კომპანიები უშვებდნენ 2008 წელს დაწყებულ სერიალთან დაკავშირებულ სათამაშო ნაწარმსაც.
შემდგომ წლებში[]
2014 წლის 25 აპრილს კლონების ომების ეს პროექტი, ისევე, როგორც მასალების დიდი რაოდენობა, გადავიდა ვარსკვლავური ომების ლეგენდებში (რომლებსაც მანამდე ცნობილი იცნობდნენ როგორც გაფართოებულ სამყაროს).[2] ასეთ გადაწყვეტილებამდე კლონების ომების პროექტის დიდ ნაწილთან კონფლიქტსი შედიოდა ფილონის ანიმაციური სერიალის მასალა, რომლის სიუჟეტები არ იყო თანხვედრაში ამ პროექტის მიერ ქრონოლოგიაში დამატებულ განვითარებებთან. შედეგად, ფილონის სერიალი ახალი კანონის ნაწილად იქცა. გაუგებრობას ქმნიდნენ ღამის დების მსგავსი ეპიზოდები, სადაც ასაჟ ვენტრესისთვის კლონების ომების წინამდებარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული ბიოგრაფიული დეტალები განსხვავებული იყო.[3][4][5][6]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ სიტების შურისძიება: გაფართოებული სამყარო StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი May 6, 2005 დრო 08:19 AM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომების ლეგენდარული გაფართოებული სამყარო ახალ ცხოვრებას იწყებს StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ღამის დები
- ↑ რესპუბლიკა 60
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — თავი 6
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — თავი 7
გარე ბმულები[]
- მაშ, რა მოხდა II და III ეპიზოდებს შორის? - ლილანდ ჩის პუბლიკაცია StarWars.com-ის ბლოგში (არქივირებული ვერსია)