ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლონების ომები.

კლონების ომები: მემკვიდრეობა არის კანონიკური მულტიმედიური პროექტი, რომელიც განაგრძობს ანიმაციურ ტელესერიალ კლონების ომებს. მასში შედის კომიქსების მინისერია დართ მოლი — დათომირის ვაჟი, რვა ქრონიკა და რომანი ბნელი მიმდევარი. ეს მასალები თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც სერიალის ეპიზოდები — მისი კვლავ გაგრძელების შემთხვევაში. მემკვიდრეობას მოჰყვება სერიალის დაბრუნება[3], რომელშიც შევა 12 ეპიზოდი. იგი გამოვა Disney-ს ნაკადოვან სერვის Disney+-ზე.

შემუშავება[]

სანამ პროექტს მემკვიდრეობა ეწოდებოდა, სერიის პირველი შეთვალიერებას, დათომირის ვაჟის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 7 იანვარს.[4] მეორეს ნიმუშის, რომანის, ბნელი მიმდევარის ანონსი გაიმართა San Diego Comic-Con-ზე, 2014 წლის 25 ივლისს.[5] StarWars.com-ზე სახელწოდება კლონების ომები: მემკვიდრეობა ოფიციალურად გამოქვეყნდა 2014 წლის 25 სექტემბერს. ამ დროისთვის ინტერნეტში ანიმაციური ქრონიკის სახით განთავსდა ოთხეპიზოდიანი სიუჟეტი უტაპაუს ბროლის კრიზისი.[6]

2015 წლის 9 აპრილს StarWars.com-ზე გამოქვეყნდა ანონსი იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დაუსრულებელი, ოთნაწილიანი სიუჟეტი უვარგისი პარტია, კვლავ ქრონიკის სახით, ნაჩვენები იქნებოდა Celebration Anaheim-ის ფარგლებში.[7] ბრენტ ფრიდმანი, სიუჟეტის ავტორი, მანამდე ზოგიერთ დეტალს აქვეყნებდა Twitter-ის ანგარიშზე.[8][9]

მედია[]

დათომირის ვაჟი[]

დათომირის ძე არის კომიქსების სერია, რომელიც მოიცავს ოთხნაწილიან სიუჟეტს. ეს სიუჟეტი მზადდებოდა სერიალის მეშვიდე სეზონისთვის.[10] ეპიზოდების ადაპტირებაზე მუშაობდა ჯერემი ბარლოუ. კომიქსები 2014 წელს, Dark Horse Comics-მა გამოსცა — ვარსკვლავური ომების გამოცემის ლიცენზიის ამოწურვამდე.

ფერების განმარტება:
შეტანილია რბილყდიან კრებულში გამოსული მომავალი
ნომერი სახელწოდება გამოცემის თარიღი რბილყდიანი კრებული რბილყდიანი კრებულის
გამოცემის თარიღი
1 ნაწილი პირველი 21 მაისი, 2014
Star Wars Darth Maul Son of Dathomir TPB
დართ მოლი — დათომირის ვაჟი
1 ოქტომბერი, 2014
2 ნაწილი მეორე 18 ივნისი, 2014
3 ნაწილი მესამე 16 ივლისი, 2014
4 ნაწილი მეოთხე 20 აგვისტო, 2014

კომიქსები ეფუძნება შემდეგ დაუსრულებელ ეპიზოდებს:

ეპიზოდი სახელწოდება წარმ. #
1
"ჩემი მტრის მტერი"[11] 6.21[12]
2
"ორი შეგირდის ამბავი"[11] 6.22[12]
3
"უცხო ხელით ბრძოლა"[11] 6.23[12]
4
"შეტაკება დათომირზე"[11] 6.24[12]

უტაპაუს ბროლის კრიზისი[]

უტაპაუს ბროლის კრიზისი არის დაუსრულებელი ეპიზოდებისგან შემდგარი ოთხნაწილიანი სიუჟეტი. იგი StarWars.com-ზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი — Blu-ray-ზე გამოცემულ წარუმატებელ მისიებთან.

# სურათი სახელწოდება პირველად ეთერში წარმ. #
1
A Death on Utapau Ep "სიკვდილი უტაპაუზე" 25 სექტემბერი, 2014 6.01[13]
2
In Search of the Crystal Ep "ბროლის ძიებაში" 25 სექტემბერი, 2014 6.02[14]
3
Crystal Crisis Ep "ბროლის კრიზისი" 25 სექტემბერი, 2014 6.03
4
Big Bang Ep "დიდი აფეთქება" 25 სექტემბერი, 2014 6.04[15]

უვარგისი პარტია[]

ცუდია პარტია არის სიუჟეტი, რომელიც მეშვიდე სეზონისთვის მზადდებოდა. დაუსრულებელი ეპიზოდები პირველად აჩვენეს Celebration Anaheim-ის ფარგლებში, მოგვიანებით კი ყველა StarWars.com-ზე გამოქვეყნდა.

2019 წლის 14 აპრილს Celebration Chicago-ზე ცნობილი გახდა, რომ უვარგისი პარტიის სიუჟეტის დასრულებული ვერსია შევიდოა სერიალის აღდგენილ ვერსიაში.[3]

# სურათი სახელწოდება პირველად ეთერში წარმ. #
1
The Bad Batch thumb "უვარგისი პარტია"[6] 6.09[17]
2
A Distant Echo thumb "შორეული ექო"[6]
  • 17 აპრილი, 2015 (ჩვენება Celebration Anaheim-ზე)[7]
  • 29 აპრილი, 2015 (StarWars.com)[16]
6.10[17]
3
On the Wings of Keeradaks thumb "კირადაკების ფრთებზე"[6]
  • 17 აპრილი, 2015 (ჩვენება Celebration Anaheim-ზე)[7]
  • 29 აპრილი, 2015 (StarWars.com)[16]
6.11[17]
4
Unfinished Business thumb "დაუსრულებელი საქმე"[6]
  • 17 აპრილი, 2015 (ჩვენება Celebration Anaheim-ზე)[7]
  • 29 აპრილი, 2015 (StarWars.com)[16]
6.12[17]

ბნელი მიმდევარი[]

Dark Disciple Cover

ბნელი მიმდევარი არის კრისტი გოლდენის რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან ასაჟ ვენტრესი და კვინლან ვოსი. წიგნი ეფუძნება რვანაწილიან სიუჟეტს, რომელიც დაწერეს სცენარის სახით, მაგრამ არ გადაიღეს.

ეპიზოდი სახელწოდება წარმ. #
1
სასიკვდილო კავშირი[18] 6.13[19]
2
მისია[18] 6.14[19]
3
შეთქმულები[18] 6.15[19]
4
ბნელი მიმდევარი[18] 6.16[19]
5
ვოსის გადარჩენა, ნაწილი I[18] 7.05[19]
6
ვოსის გადარჩენა, ნაწილი II[18] 7.06[19]
7
მოღალატე[18] 7.07[19]
8
გზა[18] 7.08[19]

დაუსრულებელი ეპიზოდები[]

2016 წლის მარტში პაბლო იდალგო Lucasfilm Story Group-იდან აცხადებდა, რომ წარუმატებელი მისიების შემდეგ დარჩა კიდევ ცამეტი სიუჟეტი.[20] სერიალის დახურვამდე მეშვიდე და მერვე სეზონებისთვის სცენარების პირველი ვერსიები უკვე დაწერილი იყო.[21] ბრენტ ფრიდმანმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ ყოველი სიუჟეტი ოთხ ეპიზოდს მოიცავდა.[22] იდალგომ აგრეთვე დაადასტურა, რომ წარმოებისას მეხუთე სეზონში შედიოდა 25 ეპიზოდი, ხოლო მეექვსე და მეშვიდე სეზონებში — 24 ეპიზოდი თითოეულში.[23]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. SWYT-Logo Star Wars: The Clone Wars Legacy ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
  2. StarWars.com Star Wars: The Clone Wars - Story Reel: The Bad Batch StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 SWYT-Logo Star Wars: The Clone Wars Panel at Star Wars Celebration 2019 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  4. Premium-Era-real STAR WARS: THE CLONE WARS Final Darth Maul Story Releasing - in Comics! ავტორი: არანტი, კრის, ავტორი: Newsarama — Newsarama (January 7, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 3, 2014)
  5. StarWars.com SDCC 2014: Star Wars: A New Dawn Panel – Liveblog StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 StarWars.com The Clone Wars Legacy StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 StarWars.com Star Wars: The Clone Wars "Bad Batch" 4-Episode Arc Coming to Star Wars Celebration StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  8. TwitterLogo ბრენტ ფრიდმანი (@BFree63) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "OK, the fortune cookie of the 1st episode in my Echo arc (called 'The Bad Batch') was: The best defense is a strong offense." (ეკრანის ანაბეჭდი)
  9. TwitterLogo ბრენტ ფრიდმანი (@BFree63) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Here's the 2nd episode ('A Distant Echo') fortune cookie: Wars are not won with superior weapons, but with superior strategy." (ეკრანის ანაბეჭდი)
  10. TwitterLogo პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "It's production season 6. Broadcast season would likely be 7, but that's always dependent on how many a network would have ordered." (ეკრანის ანაბეჭდი)
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ვაჟი
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 StarWars.com Darth Maul: Son of Dathomir Concept Art Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  13. StarWars.com Crystal Crisis on Utapau Concept Art Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (სურათი 2)
  14. StarWars.com Crystal Crisis on Utapau Concept Art Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (სურათი 1)
  15. StarWars.com Crystal Crisis on Utapau Concept Art Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (სურათი 11)
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 StarWars.com Star Wars: The Clone Wars "Bad Batch" Recon StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 StarWars.com Bad Batch Concept Art Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 18.7 ბნელი მიმდევარი
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 19.7 TwitterLogo პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "613-616, and then 705-708." (ეკრანის ანაბეჭდი)
  20. TwitterLogo პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "There were 13 arcs left, all of which were previewed in some way at Celebration Europe or Celebration Anaheim or released online." (ეკრანის ანაბეჭდი)
  21. Premium-Era-real The Clone Wars Writer Discusses Unaired EpisodesTheForce.net (May 20, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 1, 2020)
  22. TwitterLogo ბრენტ ფრიდმანი (@BFree63) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "By that point in the series, all stories were told in 4-episode arcs." (ეკრანის ანაბეჭდი)
  23. TwitterLogo პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "There is no 526. The S6 production season only had 24 eps. Same with 7" (არქივის ბმული)