watch 01:36
We're Getting Mutants in the MCU - The Loop
Do you like this video?
Play Sound
კლონთა ომების ეპიზოდების ცნობარები ეწოდება უფასო სტატიებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო StarWars.com-ზე. თითოეული ეძღვნებოდა ტელესერიალ კლონთა ომების თითო ეპიზოდს. პირველი სტატია გამოქვეყნდა 2008 წლის 3 ოქტომბერს, სერიალის პირველ ეპიზოდ ჩასაფრების გამოსვლის შემდეგ. როგორც წესი, ეპიზოდის ეთერში გამოსვლას წინ უსწრებდა ცნობარის მცირე ნიმუში, რომელიც შეიცავს მხოლოდ ეპიზოდის ნიმუშს, სიუჟეტის მოკლე შეჯამებით და ინფორმაციით ეპიზოდის გამოსვლის შესახებ. ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ ინფორმაცია ვრცელდებოდა და განახლებას გადიოდა, ხოლო კიდევ ერთი კვირის შემდეგ ქვეყნდებოდა ბმული ეპიზოდის StarWars.com-ზე ნაკადოვან რეჟიმში სანახავად.
2011 წლის სექტემბერში, საიტის დიზაინის შეცვლის შემდეგ, ყველა ცნობარი წაიშალა. მათ ჩაენაცვლა ახალი ცნობარები.
ბმულები[]
კლონთა ომების ეპიზოდების ცნობარი: ჩასაფრება StarWars.com-ზე (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; შენახული ვერსიის ბმული)
ჩასაფრება - კლონთა ომების ეპიზოდების ცნობარი StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)