კლონთა ომები: მემკვიდრეობა არის კანონიკური მულტიმედიური პროექტი, რომელიც განაგრძობს ანიმაციურ ტელესერიალ კლონთა ომებს. მასში შედის კომიქსების მინისერია დართ მოლი — დათომირის ვაჟი, რვა ქრონიკა და რომანი ბნელი მიმდევარი. ეს მასალები თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც სერიალის ეპიზოდები — მისი კვლავ გაგრძელების შემთხვევაში. მემკვიდრეობას მოჰყვება სერიალის დაბრუნება[2], რომელშიც შევა 12 ეპიზოდი. იგი გამოვა Disney-ს ნაკადოვან სერვის Disney+-ზე.
შემუშავება[]
სანამ პროექტს მემკვიდრეობა ეწოდებოდა, სერიის პირველი ნიმუშის, დათომირის ვაჟის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 7 იანვარს.[3] მეორეს ნიმუშის, რომანის, ბნელი მიმდევარის ანონსი გაიმართა San Diego Comic-Con-ზე, 2014 წლის 25 ივლისს.[4] StarWars.com-ზე სახელწოდება კლონთა ომები: მემკვიდრეობა ოფიციალურად გამოქვეყნდა 2014 წლის 25 სექტემბერს. ამ დროისთვის ინტერნეტში ანიმაციური ქრონიკის სახით განთავსდა ოთხეპიზოდიანი სიუჟეტი უტაპაუს ბროლის კრიზისი.[5]
2015 წლის 9 აპრილს StarWars.com-ზე გამოქვეყნდა ანონსი იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დაუსრულებელი, ოთნაწილიანი სიუჟეტი უვარგისი პარტია, კვლავ ქრონიკის სახით, ნაჩვენები იქნებოდა Celebration Anaheim-ის ფარგლებში.[6] ბრენტ ფრიდმანი, სიუჟეტის ავტორი, მანამდე ზოგიერთ დეტალს აქვეყნებდა Twitter-ის ანგარიშზე.[7][8]
მედია[]
დათომირის ვაჟი[]
დათომირის ძე არის კომიქსების სერია, რომელიც მოიცავს ოთხნაწილიან სიუჟეტს. ეს სიუჟეტი მზადდებოდა სერიალის მეშვიდე სეზონისთვის.[9] ეპიზოდების ადაპტირებაზე მუშაობდა ჯერემი ბარლოუ. კომიქსები 2014 წელს, Dark Horse Comics-მა გამოსცა — ვარსკვლავური ომების გამოცემის ლიცენზიის ამოწურვამდე.
ფერების განმარტება: | ||
---|---|---|
შეტანილია რბილყდიან კრებულში | გამოსული | მომავალი |
ნომერი | სახელწოდება | გამოცემის თარიღი | რბილყდიანი კრებული | რბილყდიანი კრებულის გამოცემის თარიღი |
---|---|---|---|---|
1 | ნაწილი პირველი | 21 მაისი, 2014 | ![]() დართ მოლი — დათომირის ვაჟი |
1 ოქტომბერი, 2014 |
2 | ნაწილი მეორე | 18 ივნისი, 2014 | ||
3 | ნაწილი მესამე | 16 ივლისი, 2014 | ||
4 | ნაწილი მეოთხე | 20 აგვისტო, 2014 |
კომიქსები ეფუძნება შემდეგ დაუსრულებელ ეპიზოდებს:
ეპიზოდი | სახელწოდება | წარმ. # |
---|---|---|
"ჩემი მტრის მტერი"[10] | 6.21[11] | |
"ორი შეგირდის ამბავი"[10] | 6.22[11] | |
"უცხო ხელით ბრძოლა"[10] | 6.23[11] | |
"შეტაკება დათომირზე"[10] | 6.24[11] |
უტაპაუს ბროლის კრიზისი[]
უტაპაუს ბროლის კრიზისი არის დაუსრულებელი ეპიზოდებისგან შემდგარი ოთხნაწილიანი სიუჟეტი. იგი StarWars.com-ზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი — Blu-ray-ზე გამოცემულ წარუმატებელ მისიებთან.
# | სურათი | სახელწოდება | პირველად ეთერში | წარმ. # |
---|---|---|---|---|
![]() |
სიკვდილი უტაპაუზე | 25 სექტემბერი, 2014 | 6.01[12] | |
![]() |
ბროლის ძიებაში | 25 სექტემბერი, 2014 | 6.02[13] | |
![]() |
ბროლის კრიზისი | 25 სექტემბერი, 2014 | 6.03 | |
![]() |
დიდი აფეთქება | 25 სექტემბერი, 2014 | 6.04[14] |
უვარგისი პარტია[]
ცუდია პარტია არის სიუჟეტი, რომელიც მეშვიდე სეზონისთვის მზადდებოდა. დაუსრულებელი ეპიზოდები პირველად აჩვენეს Celebration Anaheim-ის ფარგლებში, მოგვიანებით კი ყველა StarWars.com-ზე გამოქვეყნდა.
2019 წლის 14 აპრილს Celebration Chicago-ზე ცნობილი გახდა, რომ უვარგისი პარტიის სიუჟეტის დასრულებული ვერსია შევიდოა სერიალის აღდგენილ ვერსიაში.[2]
# | სურათი | სახელწოდება | პირველად ეთერში | წარმ. # |
---|---|---|---|---|
![]() |
უვარგისი პარტია[5] |
|
6.09[16] | |
![]() |
შორეული ექო[5] | 6.10[16] | ||
![]() |
კირადაკების ფრთებზე[5] | 6.11[16] | ||
![]() |
დაუსრულებელი საქმე[5] | 6.12[16] |
ბნელი მიმდევარი[]

ბნელი მიმდევარი არის კრისტი გოლდენის რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან ასაჟ ვენტრესი და კვინლან ვოსი. წიგნი ეფუძნება რვანაწილიან სიუჟეტს, რომელიც დაწერეს სცენარის სახით, მაგრამ არ გადაიღეს.
ეპიზოდი | სახელწოდება | წარმ. # |
---|---|---|
"სასიკვდილო კავშირი"[17] | 6.13[18] | |
"მისია"[17] | 6.14[18] | |
"შეთქმულები"[17] | 6.15[18] | |
"ბნელი მიმდევარი"[17] | 6.16[18] | |
"ვოსის გადარჩენა, ნაწილი I"[17] | 7.05[18] | |
"ვოსის გადარჩენა, ნაწილი II"[17] | 7.06[18] | |
"მოღალატე"[17] | 7.07[18] | |
"გზა"[17] | 7.08[18] |
დაუსრულებელი ეპიზოდები[]
2016 წლის მარტში პაბლო იდალგო Lucasfilm Story Group-იდან აცხადებდა, რომ წარუმატებელი მისიების შემდეგ დარჩა კიდევ ცამეტი სიუჟეტი.[19] სერიალის დახურვამდე მეშვიდე და მერვე სეზონებისთვის სცენარების პირველი ვერსიები უკვე დაწერილი იყო.[20] ბრენტ ფრიდმანმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ ყოველი სიუჟეტი ოთხ ეპიზოდს მოიცავდა.[21] იდალგომ აგრეთვე დაადასტურა, რომ წარმოებისას მეხუთე სეზონში შედიოდა 25 ეპიზოდი, ხოლო მეექვსე და მეშვიდე სეზონებში — 24 ეპიზოდი თითოეულში.[22]