ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უვარგისი პარტია (მრავალმნიშვნელოვანი).

კლონთა რაზმი 99, არაოფიციალურად ცნობილი როგორც "უვარგისი პარტია," წარმოადგენდა კლონი კომანდოებისგან შემდგარ რაზმს, რომელიც კლონთა ომების პერიოდში მოქმედებდა. თავდაპირველად მასში შედიოდა გენეტიკური მუტაციებით გამორჩეული ოთხი კომანდო — კლონი სერჟანტი "მონადირე," კლონი, აღქმის გაუმჯობესებული თვისებებით; "მემიზნე," მკვეთრი თვალთახედვით და სროლის ხეოვნების ფლობით; "მსხვრეველი," წინდაუხედავი კლონი კუნთების გაძლიერებული ფორმებით და "ტექი", კლონი, რომელსაც გაფართოებული გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. ანაქსისის ბრძოლის შემდეგ ქვედანაყოფს შეუერთდა რესპუბლიკის ელიტური კომანდო კლონი კაპრალი ექო, იგივე "ექო".

ახალი წესრიგის გამოცხადებასთან და გალაქტიკური იმპერიის აღზევებასთან ერთად რაზმის დანიშნულება და მიზნები შეიცვალა. მისი წევრები პლანეტა კამინოდან გაიქცნენ გოგონა ომეგასთან ერთად, იმპერიის მხარეს გადასული "მემიზნის" გარეშე, ხოლო ადმირალ უილჰაფ ტარკინის განკარგულებით ძებნილებად იქცნენ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement