ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ვერსიას ამჟამინდელი კანონიდან

თავის საქმეს კარგად შეასრულებენ, გპირდებით.
―ჯენგო ფეტი[2]

კლონი სამხედროები, ხუმრობით ბიჭები თეთრებში, იგივე რესპუბლიკის სამხედროები, რესპუბლიკის ოცეულები ან რესპუბლიკის სამხედროები, იყვნენ გაწვრთნილი სამხედროები, რომლებიც მსახურობდნენ რესპუბლიკის დიად ჯარში. ისინი მეცნიერებმა გამოიყვანეს კლონირების მეთოდით პლანეტა კამინოზე, გამოიყენეს რა ამისთვის ჯილდოზე მონადირე ჯენგო ფეტი როგორც გენეტიკური თარგი. კლონმა სამხედროებმა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში ჩაანაცვლეს საბრძოლო დროიდები. გალაქტიკაში მათი პირველი დიდი გამოჩენა მოხდა, როდესაც ახლადჩამოყალიბებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდნენ სეპარატისტებთან დიდი კრიზისის დროს, რომელმაც მოიცვა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია. შედეგად წარმოშობილ კონფლიქტს ეწოდა კლონების ომები — მეტწილად, იმის გამო, რომ სამხედროების მონაწილეობით მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა ჯეონოსისზე, იავინის ბრძოლამდე 22 წელს.

უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის მეთაურობით კლონების ბატალიონები მოედნენ მთელ გალაქტიკას, რესპუბლიკისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიების დასაცავად და სხვა ვარსკვლავურ სისტემებში მისი მმართველობის აღსადგენად. რაინდ ჯედაებს, რესპუბლიკის ყველაზე გამოცდილ მებრძოლებს, მიენიჭათ გენერალი ჯედაების რანგი, ამიტომ მათ შეეძლოთ დიადი ჯარის კლონი სამხედროების წინამძღოლობა. სამი წლის განმავლობაში ჯედაები და კლონები ერთად იბრძოდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გენერლები დაქვემდებარებულ ძალებს უბიძგებდნენ ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისკენ და არა მკაცრად ბრძანებების შესრულებისკენ, რაც კლონებში თავიდანვე იყო ჩადებული. მართალია, კლონები, რომლებიც ერთმანეთს ძმებად მიიჩნევდნენ, რესპუბლიკის და ჯედაების ორდენის ერთგულნი იყვნენ, ძალაუნებურად ისინი იქცნენ რესპუბლიკის დამხობის მონაწილეებად. სითები დაბრუნდნენ საუკუნეებიანი მიმალვის შემდეგ, რათა გალაქტიკაში კვლავ გაბატონებულიყვნენ. მათი მითითებით პრემიერმინისტრმა ლამა სუმ და ნალა სიმ ყოველ კლონს ტვინთან ჩაუმაგრეს ქცევის მოდიფიცირების ბიოჩიპი, ამიტომ არც ერთი მათგანი უარს არ იტყოდა, შეესრულებინა ბრძანება 66 — საიდუმლო პროტოკოლი, რომლის თანახმად კლონებს ევალებოდათ ოფიცერი ჯედაების მოკვლა. ამგვარად, ბრძანება 66-მა დიდი როლი შეასრულა ჯედაების მასობრივ ამოწყვეტაში.

იავინის ბრძოლამდე 19 წელს კანცლერ პალპატინის (სინამდვილეში, სით ლორდ დართ სიდიუსის) კაბინეტიდან გაიცა ბრძანება 66. მთელ გალაქტიკაში სამხედროებმა, რომლებიც დაპროგრამებაში არსებული ბრძანების გამო ყოფილ მეთაურებს უკვე სახელმწიფოს მტრებად მიიჩნევდნენ, დახოცეს ათასობით ჯედაი. ამასობაში 501-ე ლეგიონი გააგზავნეს გალაქტიკურ დედაქალაქ კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძარში, სადაც აგრეთვე დახოცეს დიდი რაოდენობით ჯედაი, მათ შორის — ორდენის ყველაზე უმცროსი წევრები. ამის შემდეგ კლონები იმპერიის ფარგლებში გახდნენ შტორმტრუპერები. მათ მეთაურობდა თვითგამოცხადებული იმპერატორი პალპატინი. თუმცა, სამხედროებმა ახალი წესრიგის პირობებში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში იმსახურეს. კლონების ომების დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმპერიამ შეწყვიტა კამინოს მიერ წარმოებული სამხედროების გამოყენება და მათ სანაცვლოდ დაიწყო ჩვეულებრივი ადამიანების ჯარში აყვანა. შედეგად, იმპერიის ძალებში მსახურობა ნებაყოფლობითი გახდა. მართალია, გადარჩენილმა კლონებმა შეწყვიტეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, ისინი ვერც სამხედრო უნარებს იყენებდნენ — ასაკის დაჩქარებული მატების გამო.

მიუხედავად ამისა, კლონი სამხედროების არსებობა კვლავ ახსოვდათ იმპერიული ეპოქის შემდეგ — როდესაც იმპერია დამარცხდა და ჩამოყალიბდა ახალი რესპუბლიკა. ახალი სამხედრო ძალა, პირველი ორდენი, იმპერიის ერთგვარი მემკვიდრე, იყენებდა უფრო დახვეწილ შტორმტრუპერებს. ისევე, როგორც იმპერიულ ეპოქაში, ისინი არ წარმოადგენდნენ კლონებს და ბავშვობიდან გადიოდნენ წვრთნას, რომლის ფარგლებში ხდებოდნენ ორდენის ერთგულნი. ასეთი წვრთნის მეთოდი შემუშავდა ბრენდოლ ჰაქსის, პირველი ორდენის ოფიცრის მიერ, რომელსაც ახსოვდა კლონი სამხედროების მოქმედების პრინციპი, იმ დროიდან, როდესაც რესპუბლიკის დიდ ჯარში უმცროსი ოფიცრის რანგს ატარებდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement