კლონი სამხედროს ჯავშანი, იგივე კლონის ჯავშანი ან პირველი თაობის ჯავშანი, იყო ჯავშანი, რომელსაც გალაქტიკური რესპუბლიკის კლონი სამხედროები იყენებდნენ კლონების ომების დროს. კამინოანი მჭედლების მიერ შემუშავებული კლონების ჯავშანი შედგებოდა ფორმაზე მორგებული პლასტოიდური ფირფიტებისგან, რომლებიც დამაგრებული იყო შავი ფერის ჰიდროკოსტიუმზე. იგი უძლებდა სხვადასხვა დაზიანებას, წნევას, სიცხესა თუ ორთქლს, მაგრამ არა — ლაზერის გასროლას. ჯავშანის სტანდარტიზაცია და სწრაფი წარმოება უფრო მეტად გაიზარდა კლონი ჯარისკაცების ჯენგო ფეტის როგორც გენეტიკური ნიმუშის დნმ-ით გამრავლებული კლონების გამოჩენასთან ერთად.
ჯავშნის პირველი ვარიანტი იყო I ფაზის კლონი სამხედროს ჯავშანი. მის დიზაინში ომის მსვლელობისას ცვლილებები შეიტანეს — ფირფიტები უფრო მსუბუქი, მაგრამ უფრო გამძლე გახდა. პირველი ფაზის შემდეგ შეიქმნა II ფაზის კლონი სამხედროს ჯავშანი — რესპუბლიკის დიადი არმიის რიგებში ფართოდ გავრცელებული. ამ დროისთვის ჯავშნის სხვა ვარიანტები შემუშავდა სპეციალური დანიშნულების სამხედროებისთვის. ასეთი იყო რესპუბლიკის ელიტური კომანდოების მეკ-სამხედროების ჯავშანი, კლონი კომანდოების კატარნის კლასის კომანდოების ჯავშანი და კლონი აკვალანგისტი სამხედროების კლონის საყვინთავი ჯავშანი.
გალაქტიკური იმპერიის აღზევებასთან ერთად ახალი რეჟიმის დროს კლონი სამხედროების ჯავშანზე უარი ითქვა. მას ჩაენაცვლა იმპერიელ შტურმტრუპერთა ჯავშანი. თუმცა, კლონი ვეტერანები ძველ ჯავშანს კლონების ომების დასრულებიდან წლების განმავლობაში კვლავ ატარებდნენ, ხოლო დაქირავებული მეომრები და მეკობრეები ფირფიტებს აგროვებდნენ ნადავლის სახით. კლონების ჯავშანი კვლავ მოთხოვნადი იყო გალაქტიკური სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ. პირველი ორდენის შტურმტრუპერთა ჯავშნები ეფუძნებოდა ამ დიზაინს. ამას მოჰყვა სითი სამხედროების ალისფერი ჯავშნები. მათში შეიმჩნეოდა კლონი სამხედროების ჯავშნის დიზაინის ელემენტები, მაგალითად — T-ის ფორმის სამზერი.
იმპერიელთა და პირველი ორდენის მიერ ჯავშნის გამოყენებამ დაცვის ეს საშუალება აქცია ერთგვარი ფაშიზმის სიმბოლოდ. მიუხედავად ამისა, კლონების და შტურმტრუპერთა ჯავშნების გავლენამ სამხედროები და იმპერიელი შტურმტრუპერები აქცია გალაქტიკაში სამხედრო ძალების ერთ-ერთ ცნობად სიმბოლოდ.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "რაც მსურს სიცოცხლის დღეს"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "გოგრების პარტია"
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აირჩიე მხარე: ნაჯღაბნების სათამაშო წიგნი (მხოლოდ გამოსახულება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7
Clone Trooper Armor Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ სეპარატისტების აღზევება
- ↑ რესპუბლიკის მარცხი
- ↑ 5.0 5.1 5.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑
clone troopers Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა) უთითებს, რომ კლონი სამხედროების სიმაღლე შეადგენდა 1.83 მეტრს, რაც ნიშნავს, რომ ჯანშნის სიმაღლეც ასეთივე იყო.
- ↑
The Engines of War Fantasy Flight Games-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ დართ ვეიდერი (2017) 1
- ↑ დართ ვეიდერი (2017) 13
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "საიდუმლო ტვირთი"
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ძველი რესპუბლიკის რელიკვიები"