FANDOM


Premium-Eras-canon
"თავის საქმეს კარგად შეასრულებენ, გპირდებით."
―ჯანგო ფეტი[წყარო]

კლონი ჯარისკაცები, ხუმრობით "ბიჭები თეთრებში", იგივე რესპუბლიკის ჯარისკაცები, რესპუბლიკის ოცეულები ან რესპუბლიკის სამხედროები, იყვნენ გაწვრთნილი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობდნენ რესპუბლიკის დიდ არმიაში. ისინი მეცნიერებმა გამოიყვანეს კლონირების მეთოდით პლანეტა კამინოზე, გამოიყენეს რა ამისთვის ჯილდოზე მონადირე ჯანგო ფეტი როგორც გენეტიკური თარგი. კლონმა ჯარისკაცებმა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში ჩაანაცვლეს საბრძოლო დროიდები. გალაქტიკაში მათი პირველი დიდი გამოჩენა მოხდა, როდესაც ახლადჩამოყალიბებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდნენ სეპარატისტებთან დიდი კრიზისის დროს, რომელმაც მოიცვა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია. შედეგად წარმოშობილ კონფლიქტს ეწოდა კლონთა ომები — მეტწილად, იმის გამო, რომ ჯარისკაცების მონაწილეობით მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა ჯეონოსისზე, იავინის ბრძოლამდე 22 წელს.

უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის მეთაურობით კლონთა ბატალიონები მოედნენ მთელ გალაქტიკას, რესპუბლიკისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიების დასაცავად და სხვა ვარსკვლავურ სისტემებში მისი მმართველობის აღსადგენად. რაინდ ჯედაებს, რესპუბლიკის ყველაზე გამოცდილ მებრძოლებს, მიენიჭათ გენერალი ჯედაების რანგი, ამიტომ მათ შეეძლოთ დიდი არმიის კლონი ჯარისკაცების წინამძღოლობა. სამი წლის განმავლობაში ჯედაები და კლონები ერთად იბრძოდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გენერლები დაქვემდებარებულ ძალებს უბიძგებდნენ ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისკენ და არა მკაცრად ბრძანებების შესრულებისკენ, რაც კლონებში თავიდანვე იყო ჩადებული. მართალია, კლონები, რომლებიც ერთმანეთს ძმებად თვლიდნენ, რესპუბლიკის და ჯედაების ორდენის ერთგულნი იყვნენ, ძალაუნებურად ისინი იქცნენ რესპუბლიკის დამხობის მონაწილეებად. სითები დაბრუნდნენ საუკუნეებიანი მიმალვის შემდეგ, რათა გალაქტიკაში კვლავ გაბატონებულიყვნენ. მათი მითითებით პრემიერმინისტრმა ლამა სუმ და ნალა სემ ყოველ კლონს ტვინთან ჩაუმაგრეს მმართავი ჩიპი, ამიტომ არც ერთი მათგანი უარს არ იტყოდა, შეესრულებინა ბრძანება 66 — საიდუმლო პროტოკოლი, რომლის თანახმად კლონებს ევალებოდათ ოფიცერი ჯედაების მოკვლა. ამგვარად, ბრძანება 66-მა დიდი როლი შეასრულა ჯედაების მასობრივ ამოწყვეტაში.

იავინის ბრძოლამდე 19 წელს კანცლერ პალპატინის (სინამდვილეში, სით ლორდ დართ სიდიუსის) კაბინეტიდან გაიცა ბრძანება 66. მთელ გალაქტიკაში ჯარისკაცებმა, რომლებიც დაპროგრამებაში არსებული ბრძანების გამო ყოფილ მეთაურებს უკვე სახელმწიფოს მტრებად თვლიდნენ, დახოცეს ათასობით ჯედაი. ამასობაში 501-ე ლეგიონი გააგზავნეს გალაქტიკურ დედაქალაქ კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძარში, სადაც აგრეთვე დახოცეს დიდი რაოდენობით ჯედაი, მათ შორის — ორდენის ყველაზე უმცროსი წევრები. ამის შემდეგ კლონები იმპერიის ფარგლებში გახდნენ მოიერიშეები. მათ მეთაურობდა თვითგამოცხადებული იმპერატორი პალპატინი. თუმცა, ჯარისკაცებმა ახალი წესრიგის პირობებში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში იმსახურეს. კლონთა ომების დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმპერიამ შეწყვიტა კამინოს მიერ წარმოებული ჯარისკაცების გამოყენება და მათ სანაცვლოდ დაიწყო ჩვეულებრივი ადამიანების ჯარში აყვანა. შედეგად, იმპერიის ძალებში მსახურობა ნებაყოფლობითი გახდა. მართალია, გადარჩენილმა კლონებმა შეწყვიტეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, ისინი ვერც სამხედრო უნარებს იყენებდნენ — ასაკის დაჩქარებული მატების გამო.

მიუხედავად ამისა, კლონი ჯარისკაცების არსებობა კვლავ ახსოვდათ იმპერიული ეპოქის შემდეგ — როდესაც იმპერია დამარცხდა და ჩამოყალიბდა ახალი რესპუბლიკა. ახალი სამხედრო ძალა, პირველი ორდენი, იმპერიის ერთგვარი მემკვიდრე, იყენებდა უფრო დახვეწილ მოიერიშეებს. ისევე, როგორც იმპერიულ ეპოქაში, ისინი არ წარმოადგენდნენ კლონებს და ბავშვობიდან გადიოდნენ წვრთნას, რომლის ფარგლებში ხდებოდნენ ორდენის ერთგულნი. ასეთი წვრთნის მეთოდი შემუშავდა ბრენდოლ ჰაქსის, პირველი ორდენის ოფიცრის მიერ, რომელსაც ახსოვდა კლონი ჯარისკაცების მოქმედების პრინციპი, იმ დროიდან, როდესაც რესპუბლიკის დიდ არმიაში უმცროსი ოფიცრის რანგს ატარებდა.

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.