ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ჰო, უბრალო ხალხს არ ესმის. ომის დროს ხოლმე რთულია, გადარჩე.
―კმ-2224 „კოდი“[წყარო]

კმ-2224, ზედმეტსახელად „კოდი“, იყო კლონი მარშალი მეთაური რესპუბლიკის დიადი ჯარის შემადგენლობაში, რომელიც მეთაურობდა მე-7 ცის კორპუსს — ისევე, როგორც 212-ე მოიერიშე ბატალიონსკლონთა ომების პერიოდში. მისი მეთაური იყო გენერალი ჯედაი ობი-ვან კენობი, რომლის აზრით კოდი იყო სანდო და ერთგული. როგორც სამხედრომ და სტრატეგმა, მოიპოვა პატივისცემა როგორც ჯედაების, ასევე სხვა კლონი სამხედროების მხრიდან.

რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში კოდი, როგორც კლონი, შეიქმნა ჯენგო ფეტისგან, ჯილდოზე მონადირე მამაკაცისგან. იგი გალაქტიკური რესპუბლიკის ერთგუი იყო. მშობლიური კამინოს დატოვების შემდეგ მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის წინააღმდეგ, როგორიც იყო ქრისტოფსისის ბრძოლა, ჯეონოსისის მეორე ბრძოლა და ანაქსისის ბრძოლა. გენერალ კენობის გარდა, მეგობრობდა კლონ კაპიტან კს-7567-თან („რექსთან“) კლონი სამხედროების ოფიცერთან, რომელიც მსახურობდა გენერალ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის ელიტურ 501-ე ლეგიონის შემადგენლობაში.

კორუსანტის ბრძოლისას ჯედაების უზენაესმა საბჭომ კოდის ბატალიონი მიავლინა პლანეტა უტაპაუზე, სადაც იმალებოდნენ გენერალი გრივუსი და სეპარატისტული საბჭოს წევრები. კოდის სამხედრო რაზმმა დაამარცხა დროიდების სეპარატისტული ჯარი, კენობი კი ამასობაში შეეჯახა გრივუსს, გაანადგურა რა კიბორგი გენერალი. უტაპაუს ბრძოლისას კოდიმ მიიღო გზავნილი კორუსანტიდან, რომელშიც უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი ბრძანება 66-ს გასცემდა. ამის შემდეგ კლონმა განახორციელა შეტევა გენერალსა და მეგობარზე, მაგრამ ვერ მოკლა. მიუხედავად ყველაფრისა, განაგრძო გალაქტიკური იმპერიის ზეობისას მსახურობა და შემდგომში მონაწილეობდა კაშიიიკისაბოლოოდ დაპყრობაში.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement