ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობი.

კობ ვენთი იყო მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში. ერთ დროს მონა, იგი შემდგომში იქცა პლანეტა ტატუინიფრიტაუნიშერიფად. ქალაქიდან მან განდევნა წითელი გასაღების თავდამსხმელები, სინდიკატი, რომელიც იქ დამკვიდრებას ცდილობდა. იავინის ბრძოლიდან 4 წლის შემდეგ მან გაიცნო მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ედვინ ჩარუ. მოგვიანებით იგი მას დაეხმარა ხომალდზე ღირებული აღჭურვილობის მოძიებაში. იქვე მათ მიაგნეს მანდალორულ საბრძოლო ჯავშანს. ორივემ მისი მითვისება სცადა. ვენთმა დაჭრა ჩარუ და ცოცხალი დატოვა, რათა გადაეცა გზავნილი ლორგან მოველანთან.

როგორც ფრიტაუნის შერიფი და მერი, ვენთი ადგილობრივებს წინ მიუძღოდა წითელი გასაღების თავდამსხმელებთან შეტაკებებისას. იავინის ბრძოლიდან 5 წელს მან ასეთი თავდამსხმელებისგან გადაარჩინა მალაკილი. ერთად ისინი უვლიდნენ ქალაქში მცხოვრებ რონტოებს და პატარა ჰატს, რომელიც თავდამსხმელებს გამოსტაცეს. მოგვიანებით თავდამსხმელები დაბრუნდნენ ქალაქში, დაიპყრეს იგი და ბოლომდე გაბატონდნენ. მოველანი თავად შეებრძოლა ვენთს, რომელიც, როგორც თავად მოველანი, ეჭვქვეშ აყენებდა მოწინააღმდეგის ტატუინზე მოქმედების მოტივებს. ჰატი და მალაკილი გამოიყვანეს, მაგრამ პატარა არსების შეძახილთან ერთად დაიწყო ტასკენი მოთარეშეების წითელი გასაღების თავდამსხმელებთან ბრძოლა. ვენთმა ამის შემდეგ მოველანის ტანზე ამოკაწრა გაფრთხილება მასზე უფრო ზემოთ მდგომი დამნაშავეებისთვის.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement