ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

"ჰო, უბრალო ხალხს არ ესმის. ომის დროს ხოლმე რთულია, გადარჩე."
― კმ-2224 "კოდი"[12]

"კოდი", უფრო ადრე ცნობილი როგორც კმ-2224, იყო კლონი მარშალი მეთაური რესპუბლიკის დიადი არმიის შემადგენლობაში, რომელიც მეთაურობდა მე-7 საჰაერო კორპუსს — ისევე, როგორც 212-ე მოიერიშე ბატალიონსკლონების ომების პერიოდში. მისი მეთაური იყო გენერალი ჯედაი ობი-ვან კენობი, რომლის აზრით კოდი იყო სანდო და ერთგული. როგორც სამხედრომ და სტრატეგმა, მოიპოვა პატივისცემა როგორც ჯედაების, ასევე სხვა კლონი სამხედროების მხრიდან.

რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში კოდი, როგორც კლონი, შეიქმნა ჯენგო ფეტისგან, ჯილდოზე მონადირე მამაკაცისგან. იგი გალაქტიკური რესპუბლიკის ერთგული იყო. მშობლიური კამინოს დატოვების შემდეგ მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის წინააღმდეგ, როგორიც იყო ქრისტოფსისის ბრძოლა, ჯეონოსისის მეორე ბრძოლა და ანაქსისის ბრძოლა. გენერალ კენობის გარდა, მეგობრობდა კლონ კაპიტან კს-7567-თან ("რექსთან") კლონ ოფიცერთან, რომელიც მსახურობდა გენერალ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის ელიტურ 501-ე ლეგიონის შემადგენლობაში.

კორუსანტის ბრძოლისას ჯედაების უზენაესმა საბჭომ კოდის ბატალიონი მიავლინა პლანეტა უტაპაუზე, სადაც იმალებოდნენ გენერალი გრივუსი და სეპარატისტული საბჭოს წევრები. კოდის სამხედრო რაზმმა დაამარცხა დროიდების სეპარატისტული არმია, კენობი კი ამასობაში შეეჯახა გრივუსს, გაანადგურა რა კიბორგი გენერალი. უტაპაუს ბრძოლისას კოდიმ მიიღო გზავნილი კორუსანტიდან, რომელშიც უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი ბრძანება 66-ს გასცემდა. ამის შემდეგ კლონმა განახორციელა შეტევა გენერალსა და მეგობარზე, მაგრამ ვერ მოკლა. მიუხედავად ყველაფრისა, განაგრძო გალაქტიკური იმპერიის ზეობისას მსახურობა და შემდგომში მონაწილეობდა კაშიიიკის საბოლოოდ დაპყრობაში.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 StarWars.com Encyclopedia Clone Commander Cody Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
  2. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას! უთითებს, რომ კმ-2224 დაიბადა ახალი იმედის მოვლენებამდე 22 წლით ადრე. ფილმის მოვლენები, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, იწყება იავინის ბრძოლამდე 0 წელს. ეს ნიშნავს, რომ კლონის კამინოზე დაბადების წელია 32 იბ.
  3. 3.0 3.1 Clone Commander Cody Databank-ში (არქივის ბმული)
  4. Clone Troopers Databank-ში (არქივის ბმული)
  5. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  6. Star Wars Journeys: Beginnings
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  8. "ობი-ვან კენობი" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  9. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
  10. Star Wars Helmet Collection: Utapau Clone Trooper Helmets: 212th Attack Battalion
  11. ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "მარტოხელა კლონი"
  12. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "უვარგისი პარტია"