კონან ანტონიო მოტი იყო მამაკაცი, იმპერიული ფლოტის ადმირალი გალაქტიკური იმპერიის არსებობის წლებში ფლოტის ხელმძღვანელი. დაბადებული გარე რგოლის პლანეტა სესვენაზე, მდიდარ და გავლენიან ოჯახში, იგი იყო მდიდრული კოსმოსური ხომალდის კაპიტანი. იავინის ბრძოლადე 14 წლისთვის გაიარა მთელი რიგი რანგების — ალმის ოფიცრიდან ფლოტის ხელმძღვანელამდე და შედიოდა ხელმძღვანელთა კომიტეტი.
გალაქტიკური სამოქალაქო ომის ადრეული ეტაპისთვის იგი დაწინაურდა და იყო იმპერიული ფლოტის ხელმძღვანელი და მიიღო ფლოტის ადმირალის წოდება, მართავდა რა ვარსკვლავური ფლოტის ოპერაციებს. დარწმუნებულ სიკვდილის ვარსკვლავის შესაძლებლობებში, მოტი სადგურს თვლიდა დაცულად და არ თვლიდა, რომ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მხრიდან მას რამე საშიშროება ემუქრებოდა. ასეთი თავდაჯერებულობის გამო მას ჰქონდა უთანხმოებები თანამშრომლებთან — გენერალ კასიო ტეგთან და თავად დართ ვეიდერთან. შტაბის უფროსების შეხვედრაზე სითების ბნელი ლორდის შესაძლებლობებისადმი უნდობლობას მოჰყვა უკანასკნელის მხრიდან მასზე ძალით გაგუდვის გამოყენება — თუმცა, მან კონანი დაინდო.
მოტის მზარდ ამბიციებს წერტილი მალევე დაესვა. აჯანყებულთა ალიანსმა (რომელმაც სკარიფის ბრძოლისას მოიპოვა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები), შეძლო სუსტი წერტილის მეშვეობით სადგურის განადგურება, რასაც შეეწირნენ მოტი და სადგურზე მყოფთა დიდი ნაწილი.
გამოჩენები[]
|
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — მისია მოს-აიზლიში (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საშიში ისტორიები (მოგონებებიდან)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ 3.0 3.1 ადმირალი მოტი Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ 5.0 5.1 ადმირალი მოტი Databank-ში (არქივის ბმული)