ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კორენი.

კორენი იყო ძალისადმი მგრძნობიარე ბიჭუნა, მცხოვრები პლანეტა დაიიუზე. ის, დედასთან ერთად, ცდილობდა პლანეტიდან გაღწევას, ვინაიდან უნარების გამო საფრთხეში იყო. კორენის დედამ იპოვა სავარაუდო ჯედაი, ჰაჯა ესტრი, რომელსაც პლანეტიდან გაქცევაში დახმარება სთხოვა. ჰაჯამ, სინამდვილეში თაღლითმა, მიუთითა, რომ უნდა ეპოვათ პორტის კარი 3-C, რათა კორელიაზე გაქცეულიყვნენ. დახმარების სანაცვლოდ მან კრედიტები მიიღო.[2] კორენი პლანეტა ჯაბიიმზე მოხვდა, სადაც დამალული ბილიკის წევრებს შეხვდა.[3]

გალაქტიკური იმპერიის ძალების ჯაბიიმის ბაზაზე თავდასხმისას ყველა გაქიცა კოლან როკენის მეფრახტისკენ, რომელიც კოსმოსისკენ აიჭრა. ხომალდს „ამაოხრებელი“ დაედევნა. გოგონა პრინცესა ლეია ორგანა ამ გადაფრენისას სათამაშო დროიდ L0-LA59-ით კორენს ართობდა, როდესაც ტრანსპორტს ცეცხლი გაუხსნეს. ობი-ვან კენობიმ „ამაოხრებლის“ და მისი კაპიტანის ყურადღება მიიქცია და სამაშველო კაფსულით გაიქცა. ჯედაის ასეთი თავგანწირვით ხომალდზე დარჩენილები გადარჩნენ.[4]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement