კორუსანტი (შეცდომით წარმოთქვამენ როგორც "კორუსკანტს"), იგივე იმპერიული ცენტრი (იმპერიული ეპოქის დროს) იყო პლანეტარული ეკუმენოპოლისი, მდებარე ცენტრალურ სამყაროებში, კორუსანტის სისტემაში. როგორც გალაქტიკის ერთ-ერთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი პლანეტა, კულტურით და რამდენიმე სავაჭრო მარშრუტის გადაკვეთაზე მდებარეობით, იგი არაოფიციალურად ითვლებოდა გალაქტიკის ცენტრად. აქ თავმოყრილი იყო კულტურა, განათლება, მხატვრობა, ტექნოლოგია თუ ფინანსური დაწესებულებები. სწორედ კორუსანტის მიხედვით იყო აგებული გალაქტიკის დათარიღების სისტემა. საკამათო იყო კაცობრიობის გალაქტიკაში წარმოშობა, მაგრამ ძირითადად თანხმდებოდნენ, რომ სწორედ კორუსანტი იყო ადამიანთა მშობლიური პლანეტა. მოსახლეობის დიდ ნაწილს აგრეთვე შეადგენდნენ უცხო რასების წარმომადგენლები, გალაქტიკის სხვადასხვა კუთხიდან.
იმპერიული ქალაქის ცათამბჯენებით და პოლიტიკური ძალაუფლების ისტორიით — დაწყებული გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდიდან გალაქტიკურ იმპერიამდე — ნათელი ხდებოდა, რომ ვინც მართავდა კორუსანტს, მართავდა გალაქტიკას. პოლიტიკური დატვირთვის გარდა, კორუსანტი იყო ჯედაების ტაძრის მდებარეობის ადგილი.
იავინის ბრძოლიდან 5 წელს ახალმა რესპუბლიკამ შეწყვიტა გალაქტიკის დედაქალაქის სხვადასხვა კუთხეებში გადატანის ტრადიცია და კორუსანტი საბოლოოდ გამოაცხადა ასეთის ცენტრალურ ადგილად. მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკური ძალაუფლების მქონე ცენტრის სახე დაკარგა, კორუსანტი კვლავ იყო წარმოდგენილი გალაქტიკურ სენატში. ცივი ომის დროს იგი მხარს უჭერდა ცენტრისტულ მოძრაობას, რომელიც ემხრობოდა ცენტრალიზებულ მთავრობას და უფრო ძლიერი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: ჯედაების ტაძრის გამოცდა – ეპიზოდი 1 (მოგონებებიდან)
- Disney Infinity 3.0
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – გაქცევა ენდორიდან (მოგონებებიდან)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – კრიზისი კორუსანტზე
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ნაპოვნი გმირი
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – გადაკვეთილი გზები
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – კაიბერის მახვილის დაბრუნება
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – უსიამოვნება ტიბალტზე
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ალისტან-ნორის კოშკი
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ნახშირისფერი ლითონის სამართებელი
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ტაულის ქარიშხლები
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – კალიდონის დაკარგული ბროლები (მხოლოდ ხსენება)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ძირი და მწვერვალი
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ისართავიანის გაფრენა
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – სახიფათო გადარჩენა
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – გაქცევა კორუსანტიდან
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – თავისუფალი ვარდნა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
- ↑ ძლევამოსილი ჩუბაკა შიშის ტყეში!
- ↑ 6.0 6.1 6.2 Star Wars: The Force Awakens Beginner Game
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑ პო დემერონი: საბორტე ჟურნალი უთითებს, რომ ატმოსფერო, გამოსადეგი ჟანგბადის მსუნთქავი არსებებისთვის, ცნობილი იყო როგორც ტიპი I. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი ნათლად ასახავს, რომ ტატუინის ატმოსფერო ადამიანებისთვის გამოსადეგი იყო, შესაბამისად ეს პლანეტა I ტიპისაა.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7
კორუსანტი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
- ↑
დექსის სასადილო Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑
ჯედაების ტაძარი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ 13.0 13.1 13.2 ტარკინი
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – მანდალორის ჰერცოგინია
- ↑ დაკარგული ვარსკვლავები
- ↑ კატალიზატორი: გაიძვერა ერთი: რომანი
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – მძევლების კრიზისი
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – მხეცი ზილოს საპასუხო დარტყმა
- ↑ Star Wars: Uprising
- ↑ შედეგები: ცხოვრების ვალი
- ↑ შედეგები: იმპერიის აღსასრული
- ↑ ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
- ↑ წიგნის ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი თანახმად, კორუსანტს გალაქტიკური პოლიტიკის დედაქალაქის სტატუსი ათასწლეულის განმავლობაში ჰქონდა. თუმცა, კლონთა იერიშში პალპატინი აცხადებს, რომ გალაქტიკური რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი კორუსანტი იყო, დაარსდა 1000 წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ კორუსანტი აგრეთვე იყო რესპუბლიკამდე არსებული წყობის დედაქალაქი. ეპიზოდში მანდალორული შეთქმულება მას ასევე ძველი რესპუბლიკა ეწოდება.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი