ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

"და ამისთვის უნდა დავეშვათ ქვედა დონეებზე."
პლო კუნი[წყარო]

კორუსანტის ქვედა დონეები, იგივე ქვედა დონეები, ქვედა ქალაქი ან დამნაშავეთა სამყარო, ეწოდებოდა პლანეტა კორუსანტზე მდებარე მიწისქვეშა სივრცეს. მათ შორის ყველაზე მაღლა მდებარეობდა დონე 5127, რომელზეც ჯერ შეიძლებოდა ცათამბჯენების ხილვა, მაგრამ უფრო ქვედა დონეებზე ასეთი შენობები აღარ იყო. მიწისქვეშა სამყარო გრძელდებოდა პირველ დონემდე, რომელიც დაუსახლებელ არედ ითვლებოდა.[1] კორუსანტის სხვადასხვა დონეზე მოხვედრა შეიძლებოდა პორტალებით, რომლებსაც აგრეთვე იყენებდნენ სავენტილაციო შახტებად.[17]

ქვედა დონეებს მზის სინათლე არ ხვდებოდა, ამიტომ ყოველი მათგანი მოცული იყო მარადი წყვდიადით. გასანათებლად ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ხელოვნური განათება.[4][18] ქვედა დონეებზე მცხოვრებნი ან შემთხვევით მოხვედრილნი იძულებულნი იყვნენ, ესუნთქათ ურბანიზაციის ათასწლეულის შედეგად წარმოქმნილი არასასიამოვნო სურნელის მქონე ჰაერით, ხოლო მდიდარ მოქალაქეებს შეეძლოთ უფრო მაღალ დონეებზე ცხოვრება და უკეთესი და გაწმენდილი ჰაერის შეგრძნება.[18] გავლენიანი კრიმინალური ოჯახები მართავდნენ კორუსანტის ქვედა დონეებს,[19], რომელთა პატრულირებას ახორციელებდა კორუსანტის უსაფრთხოების ძალის ქვედა დონეების პოლიციის განყოფილება.[20]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 StarWars.com "ჯედაის დაჭერა" — კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. IDWStarWarsAdventuresLogoSmaller.png "მარჯვნივ შეხვევა არასწორია"—ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 25
  3. კატალიზატორი: განდევნილი ერთი: რომანი
  4. 4.0 4.1 4.2 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიჯედაის დაჭერა
  5. 5.0 5.1 შედეგები
  6. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიბრძანებები
  7. ძლევამოსილი ჩუბაკა შიშის ტყეში!
  8. ტარკინი
  9. 9.0 9.1 9.2 ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 SWInsider.png ათასი დონით დაბლაStar Wars Insider 151
  11. ობი-ვანი და ენეკინი 2
  12. თრონი
  13. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: გმირები ორივე მხარეს StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  14. ფრონტის ხაზი II: რაზმი "ინფერნო"
  15. ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია
  16. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებისასიკვდილო ძიება
  17. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: სასიკვდილო ძიებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  18. 18.0 18.1 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  19. StarWars-DatabankII.png პაიკების სინდიკატი Databank-ში (არქივის ბმული)
  20. StarWars.com-ის ენციკლოპედია კორუსანტის ქვედა დონეების პოლიცია Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; (არქივის ბმული)
Advertisement