ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

კორუსანტი (შეცდომით წარმოთქვამენ როგორც კორუსკანტს), იგივე იმპერიული ცენტრი (იმპერიული ეპოქის დროს) იყო პლანეტარული ეკუმენოპოლისი, მდებარე ცენტრალურ სამყაროებში, კორუსანტის სისტემაში. როგორც გალაქტიკის ერთ-ერთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი პლანეტა, კულტურით და რამდენიმე სავაჭრო მარშრუტის გადაკვეთაზე მდებარეობით, იგი არაოფიციალურად ითვლებოდა გალაქტიკის ცენტრად. აქ თავმოყრილი იყო კულტურა, განათლება, მხატვრობა, ტექნოლოგია თუ ფინანსური დაწესებულებები. სწორედ კორუსანტის მიხედვით იყო აგებული გალაქტიკის დათარიღების სისტემა. საკამათო იყო კაცობრიობის გალაქტიკაში წარმოშობა, მაგრამ ძირითადად თანხმდებოდნენ, რომ სწორედ კორუსანტი იყო ადამიანთა მშობლიური პლანეტა. მოსახლეობის დიდ ნაწილს აგრეთვე შეადგენდნენ უცხო რასების წარმომადგენლები, გალაქტიკის სხვადასხვა კუთხიდან.

იმპერიული ქალაქის ცათამბჯენებით და პოლიტიკური ძალაუფლების ისტორიით — დაწყებული გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდიდან გალაქტიკურ იმპერიამდე — ნათელი ხდებოდა, რომ ვინც მართავდა კორუსანტს, მართავდა გალაქტიკას. პოლიტიკური დატვირთვის გარდა, კორუსანტი იყო ჯედაების ტაძრის მდებარეობის ადგილი.

იავინის ბრძოლიდან 5 წელს ახალმა რესპუბლიკამ შეწყვიტა გალაქტიკის დედაქალაქის სხვადასხვა კუთხეებში გადატანის ტრადიცია და კორუსანტი საბოლოოდ გამოაცხადა ასეთის ცენტრალურ ადგილად. მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკური ძალაუფლების მქონე ცენტრის სახე დაკარგა, კორუსანტი კვლავ იყო წარმოდგენილი გალაქტიკურ სენატში. ცივი ომის დროს იგი მხარს უჭერდა ცენტრისტულ მოძრაობას, რომელიც ემხრობოდა ცენტრალიზებულ მთავრობას და უფრო ძლიერი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 სრული ვარსკვლავური ომები
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
  5. ძლევამოსილი ჩუბაკა შიშის ტყეში!
  6. 6.0 6.1 6.2 Star Wars: The Force Awakens Beginner Game
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  8. პო დემერონი: საბორტე ჟურნალი უთითებს, რომ ატმოსფერო, გამოსადეგი ჟანგბადის მსუნთქავი არსებებისთვის, ცნობილი იყო როგორც ტიპი I. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი ნათლად ასახავს, რომ ტატუინის ატმოსფერო ადამიანებისთვის გამოსადეგი იყო, შესაბამისად ეს პლანეტა I ტიპისაა.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 StarWars-DatabankII კორუსანტი Databank-ში (არქივის ბმული)
  10. ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
  11. StarWars-DatabankII დექსის სასადილო Databank-ში (არქივის ბმული)
  12. StarWars-DatabankII ჯედაების ტაძარი Databank-ში (არქივის ბმული)
  13. 13.0 13.1 13.2 ტარკინი
  14. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  15. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმანდალორის ჰერცოგინია
  16. დაკარგული ვარსკვლავები
  17. კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
  18. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმძევლების კრიზისი
  19. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმხეც ზილოს საპასუხო შეტევა
  20. Star Wars: Uprising
  21. შედეგები: ცხოვრების ვალი
  22. შედეგები: იმპერიის აღსასრული
  23. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
  24. წიგნის ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი თანახმად, კორუსანტს გალაქტიკური პოლიტიკის დედაქალაქის სტატუსი ათასწლეულის განმავლობაში ჰქონდა. თუმცა, კლონების შეტევაში პალპატინი აცხადებს, რომ გალაქტიკური რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი კორუსანტი იყო, დაარსდა 1000 წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ კორუსანტი აგრეთვე იყო რესპუბლიკამდე არსებული წყობის დედაქალაქი. ეპიზოდში მანდალორული შეთქმულება მას ასევე ძველი რესპუბლიკა ეწოდება.
  25. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
Advertisement