ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ამ სტატიაში აღწერილია პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის ბრძოლა. იხილეთ აგრეთვე გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს ალიანსის მისია, რომლის დროს იძებნებოდა ახალი ბაზა.

"წინააღმდეგობა დღეს აღორძინდა. ომი მხოლოდ დასაწყისია და არც მე ვიქნება უკანასკნელი ჯედაი."
― ლუკ სკაიუოკერი[1]

კრეიტის ბრძოლა, იგივე კრეიტის ალყა ან შეტევა კრეიტზე, იყო მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც მოხდა იავინის ბრძოლიდან 34 წელს, პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის დროს. წინააღმდეგობის ბაზა სტარკილერზე გამარჯვების შემდეგ კრეიტის ბრძოლა იყო პირველი ორდენის წინააღმდეგობის ძალებისთვის დამანგრეველი კონტრშეტევის შედეგი. ვერ გაექცა რა პირველი ორდენის ფლოტის ძალებს, წინააღმდეგობამ, გენერალ ლეია ორგანას მეთაურობით, თავი შეაფარა აჯანყებულთა ყოფილ ავანპოსტს მარილიანი ზედაპირის მქონე პლანეტა კრეიტზე, იმ იმედით, რომ მას იქ ვერ იპოვნიდნენ. თუმცა, პირველმა ორდენმა შეიტყო წინააღმდეგობის გეგმის შესახებ და მისი შეიარაღებული ძალები პლანეტაზე ჩავიდნენ.

ახალი, თვითგამოცხადებული უზენაესი მეთაურის, კაილო რენის და გენერალ არმიტიჯ ჰაქსის მეთაურობით, პირველმა ორდენმა ავანპოსტის კარის დასანგრევად გამოიყენა სუპერლაზერული საალყე ქვემეხი. წინააღმდეგობა, მცირეოდენი მეომრით, ბაზაზე აპირებდა სხვა მოკავშირეთა გამოჩენამდე გამაგრებას, მაგრამ ქვემეხის ამოქმედების შემდეგ მისი სამხედრო რაზმების დარჩენილმა ძალებმა აამოქმედეს ბაზაზე მდგარი ძველი თხიმალურებიანი სპიდერი V-4X-D-ები. წინააღმდეგობის საჰაერო სპიდერებმა TIE/fo-ებთან შეტაკებისას დიდი დაზიანებები მიიღეს, მაგრამ როდესაც საშველად მსუბუქი საფრახტო გემი ათასწლოვანი შავარდენი გამოჩნდა, რენმა TIE გამანადგურებლები ამ ვარსკვლავური ხომალდის დევნაზე მიმართა. მართალია, წინააღმდეგობის თხიმალურებიანი სპიდერები აღარ წარმოადგენდა TIE-ების სამიზნეს, ლეიას ძალების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და ქვემეხმა ავანპოსტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

შესუსტებული ბაზით და დამატებითი ძალების გარეშე წინააღმდეგობა უიმედობას განიცდიდა, რა დროსაც ლეიას ძმა, ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი, გამოჩნდა ძალის პროექციის ფორმით. გამიზნულად მოქმედებდა რა ისე, რომ წინააღმდეგობისთვის გასაქცევად დრო მოეგო, სკაიუოკერი ავანპოსტიდან გამოვიდა და რენი სინათლის მახვილებით დუელში გამოიწვია. ამ დროს კაპიტან პო დემერონს წინააღმდეგობა კრეიტის გამოქვაბულებით გადაჰყავდა, იმ იმედით, რომ იქიდან ბუნებრივ გასასვლელს მიაგნებდნენ. როდესაც რენი მიხვდა, რომ სკაიუოკერის პროექციას ებრძოდა, უკანასკნელი გაუჩინარდა და უზენაესი მეთაური შტორმტრუპერებთან ერთად ბაზაზე შეიჭრა. პირველმა ორდენმა ავანპოსტი აიღო, მაგრამ ამ დროისთვის ლუკის მიერ მოგებულმა დრომ წინააღმდეგობის წევრებს, რომლებიც რეის და ჩუბაკას შავარდენზე შეუერთდნენ, გაქცევის საშუალება მისცა. ამ ამბავს გალაქტიკაში აჯანყებების მთელი რიგი მოჰყვა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]

პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომი
(3435 იბშ)
გალაქტიკური ქრონოლოგია

წინა: ცივი ომი

შემდეგი: ამბოხი პირველი ორდენის წინააღმდეგ

პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის ბრძოლები
34 იბშ კოლოსი (I) (კასტილონი) · კესტრო · ტაკოდანა · შურისგება · ბაზა სტარკილერი · დ'ქარი (I) · კოლოსი (II) (დ'ქარი (II) · კოლოსი (IV) · გარე რგოლი · ეიოს-პრაიმი · ბარაბეშის სისტემა)
ოეჩი · კრეიტი · გარე რგოლი (II) · ტიტანი · ვარკანა · დანტუინი
გარე რგოლი (III) (პასტორია · იკკრუკი · ბატუუ) · აკივა · კორელია (I) (კორელია (II)) · ბრაკა · რაილოთი · მონ-კალა · კაშიიიკი · ტეველი · მინფარი · გარელი
35 იბშ სინტას მყინვარის კოლონია · პასაანა · კიჯიმი (I) (კიჯიმი (II)) · კეფ-ბირი · ექსეგოლი
სხვა კორუსანტი · ბაზა ჰორიზონტი · კამილი · კაშიიიკი
დაკავშირებული თემები და სტატიები
გაუთვალისწინებლობა · ჰოსნიანის კატაკლიზმი · პირველი ორდენი · რენის რაინდები · წინააღმდეგობა · ჯედაების ორდენი · პალპატინის გზავნილი · მუსტაფარი · კიჯიმი (III)
[წყარო]