კრიქს კემერატი[4] იყო ბიჭუნა, მცხოვრები ტრაიმანტ IV-ზე აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში. ბილიკის უხუცესები, რომლებიც მას ზრდიდნენ, არწმუნებდნენ, რომ ცოცხალ არსებას ძალასთან შეხება არ უნდა ჰქონოდა. კრიქსი ზინ მრალას საუკეთესო მეგობარი იყო, თუმცა, არ იცოდა, რომ ზინი ძალისადმი მგრძნობიარე იყო. დიდი კატასტროფის შემდეგ ტრაიმანტ IV-ზე საგანგებო ვითარება წარმოიშვა და კრიქსმა სცადა მეკობრეებთან დალაპარაკება. ჯედაების გამოჩენის შემდეგ კრიქსს მრალასთან უსიამოვნო საუბარი ჰქონდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მრალას ძალის გამოყენება შეეძლო.[2]
გამოჩენები[]
წყაროები[]
"Launchpad" — Star Wars Insider 201
Star Wars: The High Republic Show: New High Republic Comic Revealed, Lightsabers from the Prime of the Jedi and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
Star Wars: The High Republic Show: Trail of Shadows, a Tale From Last Call, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
Star Wars: The High Republic Show: The Fallen Star, the Nameless First Look, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ქრონიკები
SWCE 2023: Dark Horse Reveals a Star Wars: The High Republic Adventures Phase III Teaser, New Jaxxon Art, and More StarWars.com-ზე (არქივის ბმული)- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: სრული მარცხი ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ. ამრიგად, კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: სრული მარცხი, სადაც ასახულია კრიქსის დაღუპვა დამუხტულ მზერაზე, მოვლენათა განვითარების დროა 228 იბ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 1
- ↑ 3.0 3.1 აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 5
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 2