- „ვიღაც მორიგი რიცხვი არ ვარ! არც ერთი ჩვენგან!“
- ―ფაივსი
კს-5555 (იგივე კს-27-5555), აგრეთვე ცნობილი როგორც რეკ-5555, იყო კლონი სამხედრო, რომელიც მსახურობდა რესპუბლიკის დიადი ჯარის რიგებში, კლონთა ომების დროს. კლონის ნუმერაციის გამო, მას შეარქვეს ფაივსი.
თავდაპირველად კს-5555 იყო უბრალოდ კლონი კადეტი, რომელიც წვრთნას კამინოზე გადიოდა და სამხედროს რანგში მსახურობდა რაზმ დომინოს" შემადგენლობაში. სეპარატისტების თავდასხმისას იგი რესპუბლიკურ ავანპოსტზე იმყოფებოდა. იგი, ადგილობრივი რაზმიდან ორი ცოცხლად დარჩენილიდან ერთ-ერთი, გადავიდა 501-ე ლეგიონში. კამინოს დაცვის შემდეგ შეუერთდა ელიტურ რესპუბლიკურ კომანდოებს ექო-სთან ერთად, რომელიც მასსავით რიშისთან დატრიალებულ ამბებს გადაურჩა.
გენერალ ჯედაი ივენ პიელის დაჭერის შემდეგ ფაივსი ჯედაებთან და კლონებთან ერთად ჩავიდა ლოლა-საიუზე, სადაც გენერლის ციტადელიდან გადარჩენას შეეცადა. ამ ოპერაციისას პიელი დაიღუპა, ხოლო ექო გაუჩინარდა და დაღუპულად ითვლებოდა. ფაივსი და სხვა ცოცხლად დარჩენილები გენერალმა ჯედაიმ, პლო კუნმა იხსნა. ომის მსვლელობისას, უფრო მოგვიანებით, ფაივსი მონაწილეობდა უმბარას ბრძოლაში. ამ კამპანიისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უმბარანთა საჰაერო ბაზის აღებაში და სეპარატისტთა ხომალდის განადგურებაში. მოგვიანებით კლონებმა აღმოაჩინეს, რომ მათი გენერალი, ბესალისკი ოსტატი ჯედაი პონგ კრელი რესპუბლიკას ღალატობდა და კლონები ერთმანეთს გადაჰკიდა. შედეგად ფაივსი ჩაება დაცემულ ჯედაისთან ბრძოლაში.
რინგო-ვინდას აღების მცდელობისას ფაივსმა თავად იხილა, თუ როგორ მოკლა კს-5385-მა გენერალი ჯედაი ტიპლარი. მთელი რიგი მოვლენების დროს კლონთა პროტოკოლი 66 შეცდომით ამოქმედდა. ფაივსმა აღმოაჩინა შემაკავებელი ბარათი, რომლითაც დაგეგმილი იყო ჯედაების ორდენის განადგურება, ისევე, როგორც ამ ჩანაფიქრთან უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის კავშირი. მას შემდეგ, რაც პალპატინმა მას დააბრალა, თითქოს იგი დაქირავებული მკვლელი იყო, ფაივსმა სცადა ანაკინ სკაიუოკერის და კაპიტან კს-7567-ის ("რექსის") გართხილება, მაგრამ მას ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეუშალეს მეთაურმა კმ-1010-მა ("ფოქსმა") და კორუსანტის გვარდიის დამრტყმელმა სამხედროებმა შეუშალეს. მართალია, ფაივსი დაიღუპა, სანამ სხვებისთვის სიმართლის თქმა მოასწრო, ბრძანება 66 ყველა კლონს არ შეუსრულებია. სულ მცირე, სამმა კლონმა — რექსმა, კმ-3636-მა ("ვოლფმა") და CC-5576-39-მ ("გრეგორმა") შეძლეს ბარათებისგან პროტოკოლის ამოქმედებამდე გათავისუფლება. ამრიგად, მათ ჯედაებს არ უღალატეს იმ დროს, როდესაც მთელი ჯარი გალაქტიკური რესპუბლიკის დამხობაში მონაწილეობდა.
გამოჩენები[]
წყაროები[]
ახალწვეულები, ეპიზოდების ცნობარი - კლონთა ომები StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
მოგზაურობა ნათელ მხარეს – Star Wars Insider 152
კლონი მეთაური კოდი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
რეკ-სამხედრო ფაივსი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული)
კლონთა კაპიტანი რექსი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული)
ვიქსუსი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
- ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
- ვარსკვლავური ომების ვარსკვლავური გამანადგურებლების და სხვა ტრანსპორტის ენციკლოპედია
უვარგისი პარტია, ეპიზოდების ცნობარი StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
კანტინა 79 Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
რეკ-სამხედრო ექო Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
რეკ-სამხედრო ფაივსი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
AZI-3 Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
კლონი სამხედრო დოგმა Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
გრაფი დუკუ Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3
კლონი სამხედროები Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ბრძანებები
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ახალწვეულები
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – კლონი კადეტები
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – წყვდიადი უმბარაზე
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – კრელის ხოცვა-ჟლეტა