FANDOM


Premium-Eras-canon

კუაი-გონ ჯინი იყო ოსტატი ჯედაი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა. კორუსანტზე დაბადებული ჯინი წარმოადგენდა მეტად საკამათო პიროვნებას. თავად იყო ცოცხალი ძალის მიმდევარი, რომელიც დროდადრო ჯედაების კოდექსს, ისევე, როგორც უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს, ეწინააღმდეგებოდა და მეტწილად ძალის მოწოდებას ემორჩილებოდა. ობი-ვან კენობის თანახმად, ჯინი კოდექსის დაცვის შემთხვევაში იქნებოდა საბჭოს წევრი, მაგრამ, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი, გრაფი დუკუ, ჯინიც ეჭვქვეშ აყენებდა უწყების სიბრძნეს. ცოცხალი ძალის შესწავლით იგი ეზიარა საიდუმლოებებს ძალის სულების არსებობის შესახებ, რაც ნიშნავდა, რომ შეეძლო დაღუპვის ან გარდაცვალების შემდგომ კვლავ არსებობა.

ენეკინ სკაიუოკერის მონობიდან გათავისუფლებით იგი დარწმუნებული იყო, რომ იპოვა რჩეული. მას შემდეგ, რაც ჯინი მოკლა დართ მოლმა, ბიჭუნა ობი-ვან კენობის პადავანი გახდა. კლონთა ომების პერიოდში ჯინი გამოეცხადა იოდას და უამბობდა აჩრდილის უკვდავების შესახებ. ჯედაების ორდენის დამხობის შემდეგ იგი იოდას და კენობის ეცხადებოდა და უზიარებდა სხვადასხვა საიდუმლოს. ამგვარად, იოდაც და კენობიც ლუკ სკაიუოკერის წინაშე ჩნდებოდნენ აჩრდილების სახით, მათ რიცხვს კი მოგვიანებით ენეკინ სკაიუოკერი შეუერთდა.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.