FANDOM


Premium-Eras-canon
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვოსი.

კუინლან ვოსი იყო პლანეტა კიფუზე დაბადებული კიფარი მაგისტრი ჯედაი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა. იგი იყო ჯედაების ორდენის დისიდენტი, რომელიც წესებს ხშირად არღვევდა. ცნობილი იყო იმით, რომ რამე ნივთზე შეხებისას შეეძლო იმ ადამიანის ფიქრების წაკითხვა, რომელიც ნივთს მანამდე შეხებია. ასეთი თვისებით იგი იქცა გამოცდილ მზვერავად. მრავალი მისიისას ვოსი მოხვედრილა დამნაშავეთა სამყაროში. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მან გაიცნო და მოგვიანებით პადავანად მიიღო ეილა სეკურა.

კლონთა ომების პერიოდში ჰატი ლორდი ზირო გაიქცა კორუსანტზე მდებარე ციხიდან. ვოსი და მაგისტრი ჯედაი ობი-ვან კენობი მის საძებნელად გაეშურნენ. დამნაშავეს, უკვე მოკლულს, ერთობლივი ძალებით მიაკვლიეს ნალ ჰატაზე.

კლონთა ომის გვიანდელ პერიოდში ვოსის მოკავშირე გახდა ასაჟ ვენტრესი. მათი მცდელობა, მოეკლათა დუკუ, წარუმატებელი აღმოჩნდა. დუკუს ბატონის, დართ სიდიუსის ვინაობის დადგენის მცდელობისას ვოსი თავად მოექცა ძალის ბნელ მხარეს, თუმცა, ვენტრესისადმი სიყვარულმა იგი დააბრუნა ნათელ მხარეს.

ომის მიწურულს ვოსმა რესპუბლიკის ლაშქრები ბოზ პიტიზე გადასხა. ცნობილია, რომ მას თვლიდნენ ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ დატრიალებული ჯედაების წმენდისას გადარჩენილად.

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.