ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ლ'ულო ლ'ამპარი იყო მამრობითი სქესის დუროსი, რომელიც მსახურობდა როგორც მეთაური რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის და როგორც პილოტიწინააღმდეგობის შემადგენლობა. იავინის ბრძოლიდან 4 წლის შემდეგ იგი დაფრინავდა მწვანე ესკადრილიის რიგებში და მეგობარ პილოტ შარა ბეისთან ერთად ენდორის ბრძოლაში მონაწილეობდა. ენდორზე ალიანსის გამარჯვების შემდეგ ლ'ამპარის მეთაურობით მწვანე ესკადრილია სხვადასხვა კამპანიაში მონაწილეობდა, რომელთა შორის აღსანიშნავია კავას გათავისუფლება. ენდორის მოვლენებიდან სამი თვის შემდეგ ლ'ამპარმა ბეი დაითანხმა ბეი, დრო დაეთმო კეს დემერონისთვის, მისი ქმრისთვის და შვილ პოსთვის. იავინის ბრძოლიდან 5 წელს დემერონების ოჯახი დასახლდა იავინ-4-ზე. მოგვიანებით პლანეტაზე ლ'ამპარიც ჩავიდან და იავინის სისტემის სამოქალაქო თავდაცვის ძალის წევრი გახდა.

დუროსი ხშირად მოგზაურობდა, თუმცა დემერონების კარ-მიდამოში ხშირად ჩნდებოდა და ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იავინის ბრძოლიდან 10 წელს ბეი დაიღუპა და ლ'ამპარი პოს დამრიგებლად იქცა. იავინის ბრძოლიდან 18 წლისთვის პოს მობეზრდა იავინ-4-ზე მშვიდად ცხოვრება და მან მთვარე დატოვა კიჯიმის სპაისის გადამზიდველებთან ერთად. ბიჭუნას ბედით აღელვებული ლ'ამპარი და კესი გარე რგოლის ტერიტორიებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ზვერავდნენ და საბოლოოდ ოსაკოს მეკობრეების რაზმს შეუთანხმდნენ, რომელთა დახმარებით მიაგნეს სპაისის გადამზიდველებს. ლ'ამპარმა და კესიმ საბოლოოდ იპოვეს პო, რომელმაც იავინ-4-ზე დაბრუნებაზე უარი თქვა.

იავინის ბრძოლიდან 32 წლისთვის ლ'ამპარი წინააღმდეგობას შეუერთდა და პომ იგი შეიყვანა შავ ესკადრილიაში, ელიტურ რაზმში, რომლის წევრებს გენერალმა ლეიე ორგანამ დაავალა, ეპოვნათ ლორ სან ტეკას, მკვლევარი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ფლობდა ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერის ადგილსამყოფელის კოორდინატებს. შავი ესკადრილია მოგზაურობისას მოხვდა ოვანისსა და მეგალოქს ბეტაზე, სადაც ისინი პირველი ორდენის უსაფრთხოების ბიუროს წევრს, აგენტ ტერექსს შეეტაკნენ. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 34 წელს, ტერექსთან უცნობ უდაბურ პლანეტასთან შეტაკებისას, ლ'ამპარმა თავი გასწირა, რათა სხვები გადაერჩინა. წინააღმდეგობამ მისი დაკრძალვის ცერემონია გამართა, სადაც დემერონმა და ორგანამ მისი სიცოცხლე და გმირობანი აღწერეს.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 AltayaCite.svg ამბოხებულთა ალიანსის პილოტებივარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  2. მოვლენები კომიქსში პო დემერონი 13, რომელშიც აღწერილია ლ'ულო ლ'ამპარის დაღუპვა, ვითარდება ძალის გამოღვიძებამდე. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წელს, ლ'ამპარი, სავარაუდოდ, ამ წელს ან უფრო ადრე დაიღუპა.
  3. პო დემერონი 13
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 პო დემერონი: თავისუფალი ვარდნა
  5. 5.0 5.1 დამსხვრეული იმპერია 1
  6. ვარსკვლავური ომები (2020) 10
  7. 7.0 7.1 პო დემერონი 1
Advertisement