FANDOM


Premium-Eras-canon
Tab-canon-white  Tab-legends-black 
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლეია ორგანა იყო ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, ალდერაანის პრინცესა, იმპერიული სენატის წევრი, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მეთაური, გალაქტიკური სენატის წევრი და წინააღმდეგობის გენერალი. დაბადებული იმავე დროს, რაც მისი ტყუპი ძმა, ლუკ სკაიუოკერი, იავინის ბრძოლამდე 19 წელს, როგორც ლეია ამიდალა სკაიუოკერი, იგი იყო რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერისა და ნაბუს სენატორ პადმე ამიდალას ქალიშვილი. მას შემდეგ, რაც მათი მამა გადავიდა ძალის ბნელ მხარეს, სკაიუოკერები ერთმანეთს დააშორეს. ლეია იშვილეს სენატორმა ბეილ ორგანამ და მისმა ცოლმა, დედოფალმა ბრეჰა ორგანამ. ამრიგად, გოგონა გახდა პრინცესა ლეია ორგანა. აღზრდილი იმ ფასეულობებით, რომლებსაც პატივს სცემდნენ მისი აღმზრდელები, ორგანა მხარს უჭერდა გალაქტიკური რესპუბლიკის პრინციპებს და ეწინააღმდეგებოდა მის შემდგომ მოსულ მმართველობას, გალაქტიკურ იმპერიას. მიუხედავად აღმზრდელი მამის სანაცვლოდ იმპერიულ სენატში ადგილის დაკავებისა, ორგანა ფარულად მონაწილეობდა იმპერიის დამხობაში და მიიღო სიკვდილის ვარსკვლავის, მთლიანი პლანეტის განადგურების საშუალებებით აღჭურვილი იმპერიული ზეიარაღის მოპარული გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეძლო მისთვის მშობლიურად ქცეული პლანეტის გადარჩენა, გეგმები მაინც მოხვდა აჯანყებულთა ალიანსის ხელში და, იავინის ბრძოლისას, 0 წელს, სიკვდილის ვარსკვლავი განადგურდა.

ორგანა იქცა ალიანსის წამყვან ფიგურად, მონაწილეობდა მნიშვნელოვან მოვლენებში, როგორიც იყო ჰოთის ბრძოლა (3 იბშ) და გადამწყვეტი, ენდორის ბრძოლა (4 იბშ). მან აგრეთვე მოკლა ჰატი კრიმინალური ლორდი ჯაბა დესილიჯიკ ტიურე, რის შემდეგაც "ჰატების მკვლელს" უწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც განადგურდნენ იმპერატორი პალპატინი და მისი შეგირდი, დართ ვეიდერი, ორგანას და მისი ძმის ბიოლოგიური მამა, იმპერია დამარცხდა ჯაკუს ბრძოლაში და იძულებული გახდა, ახალ რესპუბლიკასთან იავინის ბრძოლიდან 5 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებაზე. მიაღწია რა ცხოვრებისეულ მიზანს, დაემხო იმპერია და გალაქტიკაში თავისუფლება მოეპოვებინა, ორგანამ სცადა ოჯახის შექმნა — აჯანყებულთა წევრ, ყოფილ კონტრაბანდისტ ჰან სოლოსთან ერთად. მათი შვილი, ბენ სოლო, დაიბადა გალაქტიკური სამოქალაქო ომის უკანასკნელ დღეს. თუმცა, ისევე, როგორც დედას, ბენს თანდაყოლილი ჰქონდა ძალასთან სიახლოვე, ვინაიდან ბიოლოგიურად მომდინარეობდა რჩეულისგან, ანაკინ სკაიუოკერისგან. ამ მსგავსებების გამო, ორგანამ იგი მაგისტრ ჯედაი ლუკ სკაიუოკერს მიაბარა, იმ იმედით, რომ ბენი არ გადავიდოდა ბნელ მხარეს, როგორც ერთ დროს ანაკინი.

როგორც ახალი რესპუბლიკის სენატორი, ორგანა ეწინააღმდეგებოდა იმპერიის მემკვიდრე პირველი ორდენის გაძლიერებისას, ცივი ომის დროს, სენატის უმოქმედობას. აღმოჩნდა რა პოლიტიკურ ლიდერთა ოპოზიციაში, ორგანამ დააარსა წინააღმდეგობა, რომელიც პირველი ორდენის ქმედებებს თვალს ადევნებდა. იმ დროისთვის მისი შვილი გადავიდა ბნელ მხარეს და სკაიუოკერის მცდელობები, აღედგინა ჯედაების ორდენი, დაამხო. შეირჩია რა ახალ სახელად კაილო რენი, უწინდელი ბენ სოლო გახდა უზენაეს მეთაურ სნოუკის შეგირდი, თუმცა მისი დედა მაინც იმედოვნებდა, რომ ძალის ნათელი მხარე მასში დარჩა. სწორედ მისი თხოვნით სოლო გაემგზავრა შვილთან სასაუბროდ, რათა იგი შინ დაებრუნებინა, თუმცა რენმა იგი საკუთარი ხელით მოკლა. მამის მკვლელობის გამო ორგანამ შვილის რწმენა დაკარგა და დარწმუნდა, რომ მისი გამოსყიდვა უკვე შეუძლებელი იყო. მოგვიანებით პირველი ორდენი იმდენად გაძლიერდა, რომ გაანადგურა რესპუბლიკა და წინააღმდეგობა მასთან ბრძოლაში ერთადერთ მოწინააღმდეგედ დარჩა. მისი კრეიტის ბრძოლაში თითქმის ბოლომდე განადგურების შემდეგ ორგანა ათასწლოვანი შავარდენით გაექცა პირველ ორდენს სხვა გადარჩენილებთან ერთად.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Encyclopedia-Logo პრინცესა ლეია ორგანა Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  2. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. SWCustom-2011 აჯანყებულების შესახებ: "ლოთალის ალყის" შექმნა საიტზე StarWars.com
  4. ვარსკვლავური ომები: პირისპირ
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  6. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  7. 7.0 7.1 მოდგმა
  8. აჯანყების განთიადი
  9. ვარსკვლავური ომები 2: სკაიუოკერის დარტყმა, ნაწილი II
  10. 10.0 10.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  11. 11.0 11.1 მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი
  12. შედეგები
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ილუსტრირებული ლექსიკონი
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.