ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლეია ორგანა სოლო (დაბადებისას ლეია ამიდალა სკაიუოკერი) იყო პოლიტიკოსი, რევოლუციონერი და ჯედაების ახალი ორდენის რაინდი. იგი იყო ლუკ სკაიუოკერის უმცროსი და, რომელიც აღზარდეს ბეილ პრესტორ ორგანა და ალდერაანის დედოფალმა ბრეჰამ. შესაბამისად, ლეიასაც პრინცესას წოდება მიენიჭა.

გალაქტიკური სამოქალაქო ომი და სხვა სამხედრო კონფლიქტებისას ლეია გალაქტიკის ერთ-ერთ უდიდეს გმირად იქცა. მოგვიანებით იგი ჰან სოლოს მეუღლე გახდა და მათ ეყოლათ სამი შვილი — ჯეინა, ჯეისენი და ანაკინი. ნაყარის ომის დაწყებამდე მცირე ხნით იგი ჯეისენის ასულის, ალლანას ბებიაც გახდა.

გალაქტიკური სენატის ყველაზე ახალგაზრდა სენატორი, ლეია ფარულად უჭერდა მხარს აჯანყებულებს და ალიანსს გადასცა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები. მიუხედავად ტყვეობის, წამების და დამცირებისა, რომლებიც დართ ვეიდერისგან მიიღო, არ უღალატა გალაქტიკის მოსახლეობის თავისუფლების და თანასწორობის იდეალებს და იქცა აჯანყებულთა ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში.

წლების შემდეგ იგი აირჩიეს ახალი რესპუბლიკის მეთაურად. თანამდებობა ორი წელი ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ აღიზარდა მშვიდობიანი პლანეტის პრივილეგირებულ გარემოცვაში, რომლის მთავარი იდეა იყო დემილიტარიზაცია, რომელიც გამორიცხავდა იარაღის გამოყენებას, ამ რთულ წლებში განმავლობაში მან შეიძინა თავდაცვის უნარი, როგორც ბლასტერით, ასევე ხელჩართული ბრძოლისას. ეს ცოდნა მრავალ ომში და მისი სიცოცხლის წლებში მომხდარ სხვა კონფლიქტებისას გამოუყენებია. ვინაიდან მასში თავს ავლენდა ძალა, ლეია, ოჯახური ტრადიციის თანახმად, იქცა ჯედაების ახალი ორდენის რაინდად და ლუკის, მოგვიანებით კი — საბა სებატაინის ხელმძღვანელობით იწვრთნებოდა. უკანასკნელმა მას ნაყარის ომისას სრულუფლებიან ჯედაის სტატუსი მიანიჭა. წვრთნებმა დიდი სარგებელი მოუტანეს, როდესაც გალაქტიკამ კონფედერაციის და ალიანსის დაპირისპირებისას გახლეჩვა დაიწყო, თუმცა ამ მოვლენებმა ლეიას ერთგულებაში ეჭვი შეიტანეს. კონფლიქტისას ჯეისენი გადავიდა ძალის ბნელ მხარეს, გახდა რა სითი ლორდი, დართ კეიდუსი. ლეია და ჰანი აპირებდნენ კეიდუსის მოკვლას, გრძნობდნენ რა, რომ მათი შვილის ნამდვილი სახე უკვე უხსოვარ დროში მოკვდა. თუმცა, მათ დაასწრო ჯეინამ და სინათლის მახვილებით ორთაბრძოლისას ძმა მოკლა, დაასრულა რა ომი.

კეიდუსის შემდგომ სოლოებმა საკუთარ თავზე აიღეს ალლანას მეურვეობა და კვლავ წარმოადგენდნენ გალაქტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებს, გვერდში ედგნენ რა ჯედაების ორდენს დაძაბულობისას, რომელიც წარმოიშვა მასსა და სახელმწიფოს მეთაურ ნატასი დაალას მთავრობას შორის.

ბიოგრაფია[]

ადრეული წლები (191 იბ)[]

დაბადება[]

ლეია დაიბადა პოლის-მასას ასტეროიდულ კოლონიაში, იავინის ბრძოლამდე 19 წელს, ჯედაების დიდი წმენდის და პალპატინის გალაქტიკური იმპერიის დაარსების შემდგომ. დედა, ნაბუელი სენატორი პადმე ამიდალა, სიკვდილის პირას იყო, მას შემდეგ, რაც იგი თითქმის დაახრჩო ანაკინ სკაიუოკერმა, რაინდმა ჯედაიმ, რომელიც ძალის ბნელ მხარეს გადავიდა. ამიდალას პოლის-მასაზე მდებარე ბაზაზე სწრაფად გადაიყვანა ოსტატმა ჯედაიმ ობი-ვან კენობიმ.[21] ამიდალას მდგომარეობის გამო პოლის-მასაზე მყოფი ქირურგები სასწრაფოდ დაკავდნენ მშობიარე ქალით. ამიდალამ გარდაცვალებამდე მოასწრო ახალშობილთათვის სახელების, ლუკის და ლეიას დარქმევა. მართალია, მედიკოსებმა სცადეს პადმეს გადარჩენა, მათი მცდელობები წარუმატებელი იყო. დარწმუნებული იყო რა, რომ ტყუპების მამა მუსტაფარზე დაიღუპა, ბეილი უმალვე დაფიქრდა, თუ რა ბედი ეწეოდა ლუკსა და ლეიას.

ობი-ვან კენობიმ და იოდამ იცოდნენ, რომ ბავშვები, ძალისადმი მგრძნობიარენი, უნდა დაეცვათ ბოროტი[22] პალპატინისგან, რომელიც ცოცხლად დარჩენილი ჯედაების განადგურებას აპირებდა. ამიდალას ცხედარი გადაასვენეს ნაბუზე, თანაც ყოველივე ისე მოაწყვეს, რომ ჩანდა, თითქოს ამიდალა კვლავ ფეხმძიმედ იყო. ამრიგად, ყველა დარწმუნებული იქნებოდა, რომ მან ვერ მოასწრო მშობიარობა. თავდაპირველად ობი-ვანმა გამოხატა სურვილი, ბიჭი თავისთან წაეყვანა და აღეზარდა, ხოლო იოდა ლეიას დაიცავდა. თუმცა, იოდამ უარი განაცხადა, ამბობდა რა, რომ უბრალოდ მოთმინებით უნდა ეცხოვრათ იმ ჟამამდე, როდესაც ტყუპების როგორც ჯედაების წვრთნის დრო დადგებოდა. მაშინ ბეილ ორგანამ თავად ისურვა ლეიას შვილად აყვანა, ვინაიდან მას და მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ და ქალიშვილზე ოცნებოდნენ.[23] ჯედაები დათანხმდნენ. ლუკი ტატუინზე, მამამისის ნახევარძმა ოუენ ლარსთან და ბერუ უაიტსანთან დატოვეს, ხოლო ორგანებმა ლეია იშვილეს (ბეილის მეუღლე, ბრეჰა, ამიდალას ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო კლონების ომების პერიოდში.[24] ნაშვილები ლეია ამიდალა სკაიუოკერი გახდა ლეია ორგანა, ალდერაანის პრინცესა.[21] ტყუპები ერთმანეთს მხოლოდ ცხრამეტი წლის შემდეგ შეხვდნენ.[9]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 Databank title ორგანა სოლო, ლეია Databank-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. კომიქსში ტილოტნი ქმნის ფორმას ნაჩვენებია ლეიას მუხლის დაზიანება, რაც ნიშნავს, რომ მოვლენები წინ უსწრებს კომიქსს ვარსკვლავური ომები (1977) 35, რომელშიც მუხლი გადახვეული აქვს, მაგრამ ვითარდება ახალი იმედის მოვლენებამდე, რომელშიც არ აქვს გადახვეული. კომიქსში ვარსკვლავური ომები 35 მოვლენები იავინის ბლოკადის პარალელურად ვითარდება. უკანასკნელის დასრულების წელი, როგორც უთითებს ახალი ძირითადი ქრონოლოგია, არის 0.5 იბშ. იგივე წყაროს თანახმად, ახალი იმედის მოვლენათა დასრულების წელია 0 იბშ. ამრიგად, ვასკვნით, რომ კომიქსში ტილოტნი ქმნის ფორმას მოვლენათა განვითარების დროა 0 იბშ.
  4. ტილოტნი ქმნის ფორმას — იმპერიის საპასუხო შეტევა: ყოველთვიური გამოშვება 154
  5. მკითხველის ძირითადი ცნობარი უთითებს, რომ რომანში გონების ნამსხვრევი მოვლენათა განვითარების დროა 2 იბშ
  6. ჯედაები სითების წინააღმდეგ: ძალის ძირითადი ცნობარი
  7. როგორც Databank StarWars.com-ზე, ასევე ცნობარში პერსონაჟების ახალი ილუსტრირებული ენციკლოპედია ლეია ორგანა სოლოს სიმაღლის სახით მითითებულია 1.5 მეტრს, რაც შესამჩნევად ნაკლებია, ვიდრე მსახიობ კერი ფიშერის სიმაღლე — 1.55 მეტრი
  8. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ნაკრებები
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  10. ჯედაების ბედისწერა: ნიშანი
  11. 11.0 11.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  12. 12.0 12.1 პრინცესა ლეიას ტრფობა
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 იმპერიის მემკვიდრე
  14. აჯანყებულთა გარიჟრაჟი
  15. ვარსკვლავური ომები (1977) 90
  16. 16.0 16.1 ბნელი ბუდე I: გამაერთიანებელი მეფე
  17. ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი I: ნამსხვრევი
  18. ძალის მემკვიდრეობა: ღალატი
  19. ძალის მემკვიდრეობა: რისხვა
  20. ვარსკვლავური ომები: იმპერიის აღსასრული
  21. 21.0 21.1 ვარსკვლავური ომები: სითების შურისძიება — ილუსტრირებული ლექსიკონი
  22. ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  23. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება, რომანი
  24. კლონების ომების მანევრი: უხილავი
Advertisement