FANDOM


Premium-Eras-canon

ლენდო კალრისიანი იყო კონტრაბანდისტი და აზარტული მოთამაშე, რომელიც ღრუბლების ქალაქის ბარონი-ადმინისტრატორი, მოგვიანებით კი რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის გენერალი გახდა. სანამ ჰან სოლოსი საკუთრებად იქცეოდა, ათასწლოვანი შავარდენი სწორედ მას ეკუთვნოდა, მაგრამ სოლომ ხომალდი მოიგო საბაკის თამაშისას. ამის შემდეგ დასრულდა ლენდოს, როგორც კონტრაბანდისტის, კარიერა და მან საქმოსნობა დაიწყო. პლანეტა ლოთალზე მან მაღარო გახსნა, მოგვიანებით კი, ბესპინის თავზე, ცაში, ქალაქის მმართველი იყო.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში დართ ვეიდერი ქალაქს ეწვია, ვინაიდან ჩაფიქრებული ჰქონდა შვილის, ლუკ სკაიუოკერის ასეთი გზით შეტყუება. მან ლენდო აიძულა, მოეტყუებინა აჯანყებულთა რაზმის წევრები, მათ შორის — ჰან სოლო და პრინცესა ლეია ორგანა. ამგვარად, ისინი ვეიდერთან პირისპირ აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბნელი ლორდი დაჰპირდა ლენდოს, რომ ქალაქს ისე დატოვებდა, რომ იმპერიის წარმომადგენლები იქ აღარ დარჩებოდნენ, როგორც მმართველი, კალრისიანი ხვდებოდა, რომ შეთანხმება დაირღვა და ქალაქში გაჩერება შეუძლებელი იყო. მან ქალაქის მოსახლეობას აუწყა ევაკუაციის შესახებ და სცადა აჯანყებულების დახმარება, რათა ერთად დაებრუნებინათ კარბონიტში გაყინული სოლო, მაგრამ ბობა ფეტი, გაყინულ ჰანთან ერთად, გაიქცა.

ლენდო ალიანსს შეუერთდა და მასთან ერთად სოლოს საძიებლად გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც ტატუინზე, ჰატ ჯაბას სასახლეში აღმოაჩინა, დაიწყო სოლოს გადარჩენის ოპერაცია. აჯანყებულები დაუბრუნდნენ ფლოტს და კალრისიანი დაინიშნა გენერლად. მისი მეთაურობით განხორციელდა იერიში სიკვდილის ვარსკვლავ II-ზე, ენდორის ბრძოლის პარალელურად. ამ ბრძოლისას ლენდო ათასწლოვან შავარდენს მართავდა და პირდაპირ სადგურის გულს დაარტყა, რამაც გაანადგურა მტრის უკანასკნელი იმედი.

შენიშვნები და სქოლიო

[[კატეგორია:ახალი რესპუბლიკის არმიის გენერლები[[