![]() | ![]() |
- "ბანქოს თამაშობს, აზარტული მოთამაშე და არამზადაა. მოგეწონება."
- ―ჰან სოლოს და ლეია ორგანას საუბრიდან
ლენდო კალრისიანი იყო მამაკაცი, რომლის საქმიანობაში შედიოდა პროფესიონალური აზარტული თამაშები, მეწარმეობა და კონტრაბანტული ოპერაციები. გვიანდელ წლებში იგი გენერლის წოდებას ატარებდა.
დაიბადა სოკოროზე და მოზარდობაში იქცა აზარტულ მოთამაშედ და თაღლითად. ფლობდა საკუთარ ხომალდ ათასწლოვან შავარდენს, რომელიც მოიგო სიქს ტრუვისთან საბაკის პარტიის შედეგად. "შავარდენით", მის პილოტ დროიდ ვუფი რაასთან ერთად, თავი მრავალ თავგადასავალში ამოჰყო — აღსანიშნავია შეხვედრა ტუნდის გრძნეულ როკურ გეპტასთან, რომელიც მან საბოლოოდ მოკლა. უფრო მოგვიანებით მან "შავარდენი" წააგო კორელიელ ჰან სოლოსთან თამაშისას, ბესპინზე. შემდგომში იქცა ღრუბლების ქალაქის ბარონ ადმინისტრატორად.
იავინის ბრძოლიდან 3 წელს, გალაქტიკური სამოქალაქო ომის, ღრუბლების ქალაქი გალაქტიკურმა იმპერიამ შეუსრულებელი შეთანხმების გამო დაიპყრო. მანამდე კალრისიანი მის ძალებს დაჰპირდა, რომ დააჭერინებდა აჯანყებულებს, მათ შორის — ჰან სოლოს ლეია ორგანას, რითაც იგეგმებოდა ქალაქში ჯედაი ლუკ სკაიუოკერის მახეში გაბმა. თუმცა, დართ ვეიდერმა შეცვალა შეთანხმების პირობები ისე, რომ კალრისიანისთვის იგი სრულიად მიუღებელი გახდა. შედეგად იგი შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს და მის შემადგენლობაში მრავალ მისიაში მონაწილეობდა, რომელთა შორის აღსანიშნავია თავად ლენდოს შეცდომის გამო ბესპინზე კარბონიტში გაყინული ჰან სოლოს ძიება. კალრისიანი თავად ჩაერთო მის უშუალო გადარჩენაში და მონაწილეობდა ჰატ ჯაბას დამარცხებაში. სოლოს გადარჩენის შემდეგ იგი კვლავ მსახურობდა ალიანსის რიგებში და იბრძოდა ენდორთან, იავინის ბრძოლიდან 4 წელს. იმის გამო, რომ ჰანი სხვებთან ერთად სახმელეთო ოპერაციას მართავდა, ლენდო კვლავ მიუჯდა "შავარდენის" საჭევარს და შეფრინდა მეორე სიკვდილის ვარსკვლავის ბირთვში, რათა მისი რეაქტორი გაენადგურებინა.
მოგვიანებით იგი ახალ რესპუბლიკას ეხმარებოდა, თუმცა აგრეთვე დაკავებული იყო სხვა, მაგალითად — სამთო საქმით. პლანეტა ნკლლონზე საქმიანობას შეუშალა გრანდ-ადმირალ თრონის არა ერთხელ ჩარევამ, მაგრამ ლენდო სხვაგანაც მოქმედებდა, მაგალითად — ვარნსა და კესელზე. იავინის ბრძოლიდან 18 იბშ გაიცნო და შეუყვარდა ტენდრა რისანტი, რომელთანაც იქორწინა ბასტიონის შეთანხმების შემდეგ. იუუჟან-ვონგური ომის დროს კვლავ ეხმარებოდა ახალ რესპუბლიკას სერია YVH 1-ის მოდელებით, რომლებსაც მისი კომპანია ტენდრანდოს შეიარაღება აწარმოებდა დაპყრობლებთან საბრძოლველად. მისი დახმარებით კელ ოლასი, მას შემდეგ რაც ახალი რესპუბლიკა გარდაიქმნა გალაქტიკურ ალიანსად, აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად.
კალრისიანი, თავის ცოლთან ერთად, ომის შემდეგ, "ტენდრანდოს შეიარაღება" კვლავ მართავდა. მისი დროიდები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ შემდგომ მოვლენებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ბნელი ბუდის კრიზისი, ნაყარის ომი და მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი. ამ უკანასკნელის დროს ლენდო მეგობრებს, ჰანს და ლეია სოლოს ეხმარებოდა ძალის ბნელ მხარეს გადასული მათი ძის, ჯეისენ სოლოს ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, როდესაც შეიტყო, რომ ტენდრა ფეხმძიმედ იყო, ომის მთელი დარჩენილი პერიოდი მასთან გაატარა. ომის დასრულების შემდეგ ოჯახი მდიდრულ შენობაში დასახლდა, კვლავ მართავდა შეიარაღების მწარმოებელ საწარმოს და ზრდიდა შვილს, ლენდოს. ლუკმა ლენდოს მოგვიანებით სთხოვა, დახმარებოდა მას და სით მოკავშირეებს მაუში მოგზაურობისას. ლენდო საბოლოოდ დათანხმდა, თუმცა გააფრთხილა ჯედაი არა მხოლოდ სითებისგან მომდინარე საფრთხეზე, არამედ სამიზნეზე, რომელსაც ისიც და სითების ეძებდნენ. საბოლოოდ, მან სკაიუოკერების დასახმარებლად მონაწილეობა მიიღო ფარულ X-ფრთებიანი ვარსკვლავური გამანადგურებლების დიდი რაოდენობის ბრძოლისთვის მომზადებაში.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- აირჩიე ვარსკვლავური ომების საკუთარი თავგადასავალი: ჯედაის დაბრუნება
- აირჩიე ვარსკვლავური ომების საკუთარი თავგადასავალი: იმპერიის საპასუხო შეტევა
სარლაკების იღბალი, ბედი და ცხოვრების ციკლი — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 6
- ვარსკვლავური ომები: ტეგი და ბინკი დაიხოცნენ
დაჩაგრული ვუკი! — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 10 (მხოლოდ ხსენება)
სკრიჯი — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 10
თავდაპირველად — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 11
ტეგის და ბინკის შურისძიება — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 12
- ვარსკვლავური ომები: უსასრულობები: იმპერიის საპასუხო შეტევა
- ვარსკვლავური ომები: უსასრულობები: ჯედაის დაბრუნება
- ტეგის და ბინკის დაბრუნება: სპეციალური გამოცემა
- LEGO Star Wars II: The Original Trilogy
- LEGO Star Wars: The Complete Saga
- LEGO Star Wars III: The Clone Wars
- ვარსკვლავური ომები: შემოვლითი გზები (გაუქმებული)
წყაროები[]
Ackbar, Admiral Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Antilles, Wedge Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Bespin Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Calrissian, Lando Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Chyler, Tian Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
cloning Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Cloud City Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Death Star II Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
EV-9D9 (Eve-Ninedenine) Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Ghent, Zakarisz Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
IG-88 Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Jabba the Hutt Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Jabba the Hutt's Palace Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Karrde, Talon Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Kessel Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Lobot Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Millennium Falcon Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Nunb, Nien Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Rebel Alliance Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა) (მხოლოდ გამოსახულება)
Rendar, Dash Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Sant, Rystáll Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
shieldship Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Skywalker, Luke Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Skywalker, Mara Jade Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Solo, Han Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Solo, Princess Leia Organa Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
TIE Advanced x1 Starfighter Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Tonnika, Brea & Senni Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
vibro-ax Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Wayland Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Wing Guard Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Xizor, Prince Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Zend, Salla Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
"დამნაშავეთა სამყარო: ნაძირლების და ბოროტების გალაქტიკა" — Star Wars Insider 89
- ↑
Viva Space Vegas! The History of the Marvelous Wheel, Part 1 StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული)
- ↑
Major Character Birth Years Keeper of the Holocron — ლილანდ ჩის StarWars.com-ის ბლოგი (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა); გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი, 2005, დღის 4:24; განახლდა: 22 აგვისტო, 2006, ღამის 11:34; ბმული ხელმისაწვდომია: 25 ნოემბერი, 2008
- ↑ 4.0 4.1
Calrissian, Lando Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
- ↑ Official Star Wars Fact File 29, კრიზისი ღრუბლების ქალაქში და პერსონაჟების ახალი ძირითადი მეგზური უთითებენ, რომ ლენდოს სიმაღლე შეადგენდა 1.77 მეტრს. თუმცა, სერიაში Power of the Force გამოცემულ კალრისიანის სათამაშო ფიგურის შეფუთვაზე, Databank-ში და ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედიაში ვკითხულობთ, რომ იგი 1.78 მეტრს შეადგენდა. ამ საკითხზე Lucasfilm-ის ოფიციალური განმარტება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, განსხვავება ამ ორ მონაცემს შორის მცირეა.
- ↑ ვარსკვლავური ომები: პირისპირ: გუნდური შეჯიბრები
- ↑ 7.0 7.1 7.2 პერსონაჟების ძირითადი მეგზური
- ↑ The Official Star Wars Fact File 29 CAL 1-6: Lando Calrissian
- ↑ ლენდო კალრისიანი და ოსეონის ცეცხლოვანი ქარი
- ↑ შეტაკება ბალანსირთან
- ↑ ძალის მემკვიდრეობა: რისხვა
- ↑ "ათასწლოვანი შავარდენი"
- ↑ 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ "მარტოხელა დრონი" — Star Wars: The Clone Wars Comic 10
- ↑ ვარსკვლავური ომები (1977) 85
- ↑ ძალის მემკვიდრეობა: დევნილი
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა